გამგეობის წევრი

ფლობს მაგისტრის ხარისხს საჯარო ადმინისტრირებაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (2016)  და ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2014).

გააჩნია პროექტებისა და საგრანტო პროგრამების მენეჯმენტის სფეროში მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება.

2015 – 2017 წლებში მუშაობდა საქართველოს პროგრესულ ფორუმში პროექტის ასისტენტის, შემდგომში - კოორდინატორის პოზიციაზე;

2018 – 2020 წლებში  ეკავა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადგილობრივი და ბილატერალური საგრანტო პროგრამების კოორდინატორის პოზიცია.

ამჟამად მუშაობს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020-ის“ ფარგლებში დაფინანსებული EURAXESS საქართველოს ეროვნული სტარტაპის პროექტის მენეჯერად.

არის საქართველოს პროგრესული ფორუმის წევრი 2014 წლიდან.