გრძელდება აპლიკაციების მიღება პროგრესული იდეების სკოლა 2018-ის შემდგომის სემინარზე, რომლის მთავარი თემაა სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები და ეკონომიკური პოლიტიკა.

სემინარი ჩატარდება 12-14 ოქტომბერს საირმეში ჯამში 60 ახალგაზრდის მონაწილეობით, რომლებიც გადანაწილდებიან სამ სამუშაო ჯგუფში და პარალელურ რეჟიმში ჩაუტარდებათ სემინარები.  სამწუხაროდ, მათ ვისაც უკვე გავლილი აქვთ სკოლის სემინარები წინა წლებში წლევანდელ  სემინარში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

სემინარების პროგრამა შედგება ოთხი ძირითადი და მეხუთე არჩევითი თემისგან: 

  • პოლიტიკური იდეოლოგიების გაცნობა / შედარება;
  • სოციალ-დემოკრატიის ისტორია (მსოფლიო და საქართველო);
  • სოციალ-დემოკრატიის ძირითადი ღირებულებები;
  • სოციალ-დემოკრატიის ეკონომიკური პოლიტიკა;
  • არჩევითი თემებია: შრომითი ურთიერთობები / ფემინიზმის ისტორია და გამოწვევები / საქართველოს მემარცხენე მოძრაობები და მათი პერსპექტივები.

მოდულის ფარგლებში ჩატარებული სემინარების ხანგრძლივობა იქნება სამი დღე (პარასკევი - კვირა). სემინარს გაუძღვებიან პროგრესული იდეების სკოლის ტრენერები.

სემინარის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

სემინარს არ ექნება მხოლოდ ლექციის ტიპის ფორმატი. სამუშაო პროცესი  იქნება  მსუბუქი, საინტერესო და დისკუსიებით, სხვადასხვა ინტერაქციული მეთოდებითა და სიმულაციური თამაშებით დატვირთული. ამასთანავე ყურადღება გამახვილდება სემინარის შემდეგ გართობისა და მონაწილეების მაქსიმალური სოციალიზაციის კომპონენტზე. ყველაფერი ეს უზრუნველყოფს სასემინარო პროცესში მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას და სამუშაო პროცესით მათი დაინტერესების მაღალ დონეს. 

სემინარში მონაწილეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა  უნდა შეავსონ პროექტში მონაწილეობის სარეგისტრაციო ფორმა. სკოლის ადმინისტრაცია განიხილავს შემოსულ აპლიკაციებს და შეარჩევს მონაწილეებს. შერჩეულმა კანდიდატებმა, მას შემდეგ რაც მათ სკოლის ადმინისტრაციისგან მეილზე მიუვათ ინფორმაცია, რომ შერჩეულები არიან სემინარის მონაწილეებად უნდა გადაიხადონ პროექტში მონაწილეობის საფასური. პროექტში მონაწილეობის საფასური შეადგენს 15 ლარს და მასში შედის ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები. 

აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა  9 სექტემბერი. 

დაგვიანებით შემოსული აპლიკაციები არ განიხილება!                                                                                                                           

პროექტის ხორციელდება საქართველოს პროგრესული ფორუმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის თანამშრომლობის საფუძველზე.