გამგეობის წევრი

ფლობს მაგისტრის ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

გააჩნია  შვიდწლიანი გამოცდილება სოციალური და ბაზრის კვლევების სფეროში.  განხორციელებული აქვს 150-მდე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევითი პროექტი ადგილობრივი და საერთაშორისო კონტრაქტორებისთვის საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2020 წელს იყო ეროვნული კონსულტანტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტში „Social Protection Floors Assessment and Costing”.

2019 წლის აპრილში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიწვეული იყო შესაძლებლობების განვითარების ვორქშოპზე, რომელიც ჩატარდა საქართველოს პროფკავშირების, პროფკავშირების ლიდერებისა და პროფკავშირების სოციალური უსაფრთხოების ექსპერტებისა და იურისტებისთვის და ეხებოდა სოციალური უსაფრთხოებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების საკითხს.

2016 – 2020 წლებში სოლიდარობის ცენტრის ქართულ ოფისთან თანამშრომლობით ჩაატარა თვისებრივი კვლევების სერია არაფორმალური დასაქმების თემაზე. კვლევის სფერო მოიცავდა: სოციალური თანასწორობის, სახელმწიფო სოციალური დაცვის, შრომის უფლებების, არაფორმალური დასაქმების, საქართველოს დასაქმებულებისთვის შრომითი პირობებისა და უსაფრთხოებისა და შრომის ბაზარზე ქალთა გაძლიერების საკითხებს.

სალომე საქართველოს პროგრესული ფორუმის აქტიური წევრია 2014 წლიდან.