პროგრესული იდეების სკოლა 2014 

პროგრესული იდეების სკოლა 2014 წარმოაგენდა სამეტაპიან საგანმანათლებლო პროექტს სოციალ-დემოკრატიის თემატიკაზე.  

პროექტის სამინარზე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს 18-30 წლამდე ახალგზარდები, სტუდენტები, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალები.

 

პირველი ეტაპი: 

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა სოციალ-დემოკრატიის ისტორიისა და საფუძვლების თემაზე  სემინარებს საქართველოს ექვს ქალაქში: თბილისი, თელავი, გორი, ზუგდიდი, ბათუმი და ქუთაისი.  სემინარებისათვის მონაწილეები შეირჩა ღია კონკურსის საფუძველზე. შერჩეული იქნა ჯამში 137 ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

სემინარების თემატიკას წარმოადგენდა: 

  • სოციალ-დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებები;
  • იდეოლოგიების შედარება (ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალ-დემოკრატია); 
  • სოციალ-დემოკრატიის ისტორია; 
  • ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორია; 
  • თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის დღის წესრიგი.  

პირველი ეტაპის სემინარების დასრულების შემდეგ გამოცხადდა ესსეების კონკურსი, რომლის საფუძველზეც პროექტის მეორე ეტაპში მონაწილეობისათვის შეირჩა 25 ახალგაზრდა.  

 

მეორე ეტაპი: 

პროექტის მეორე ეტაპი მოიცავდა სიღრმისეულ სემინარებს სოციალ-დემოკრატიის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ.

სემინარის თემატიკას წარმოადგენდა:   

  • ეკონომიკური მოდელები და მათი შედარება (სმიტი, მარქსი, კეინსი);
  • კეთილდღეობის სახელმწიფო, მისი განვიტარება და კრიზისები;
  • სოციალ-ეკონომიკური მოდელები და მათი შედარება ქვეყნების მიხედვით;
  • პოლიტიკური აქტივიზმი:აქტორები, სისტემები და სტრატეგიები, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიზაცია;
  • თანასწორობის პოლიტიკა და სოციალ-დემოკრატიული მოდელები, სახვა იდეოლოგიებთან შედარება; 
  • მულტიკულტურაიზმი და დღევანდელობის გამოწვევეი. 

მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ  გამოცხადდა "Policy Brief"-ების კონკურსი, რის საფუძველზეც პროექტის მეორე ეტაპის მონაწილეებიდან შეირჩა ოთხი საუკეთესო ნაშრომის ავტორი.

 

მესამე ეტაპი 

პროექტის მესამე ეტაპი გულისხმობდა სასწავლო ტურს გერმანიაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პროექტის ოთხმა გამარჯვებულმა. გამარჯვებულები გაემგზავრნენ გერმანიაში, ბერლინში და ადგილზე გაეცნენ სოციალ-დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას.