გამგეობის წევრი

ფლობს დოქტორის ხარისხს  სოციოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხს სოციალური პოლიტიკის ანალიზში ლევენის კათოლიკური უნივერსიტეტიდან (ბელგია).

ანა არის შრომის სოციოლოგი და სოციალური პოლიტიკის მკვლევარი  შრომის, დასაქმების პოლიტიკისა და გარდამავალი პერიოდის ეკონომიკაში სოციალური დაცვის სფეროში კვლევის  რვაწლიანი გამოცდილებით.

2014 წელს იყო მიწვეული მკვლევარი ლონდონის მეფის კოლეჯში (გაერთიანებული სამეფო).

2019 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში უკავია სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა. აკადემიურ საქმიანობასთან ერთად, სოციალური პოლიტიკის კონსულტანტის სტატუსით თანამშრომლობს ევროკავშირთან, ევროპის სატრენინგო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.