საქართველოს პროგრესულმა ფორუმმა დაიწყო კამპანია  "შრომის ლექსიკონი", რომელიც ხორციელდება საქართველოში შრომითი უფლებების შესახებ ცნობადობის ამაღლების პროექტის ფარგლებში. 

კამპანია „შრომის ლექსიკონის" მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, დასაქმებულთათვის და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. კამპანიის ფარგლებში განვაგრძობთ შრომის კოდექსის რეფორმის მიმდინარეობისას შექმნილი ფეისბუქ გვერდის გამოყენებას და ამ უმნიშვნელოვანესი პროცესისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

შრომის ლექსიკონი განმარტავს შრომით უფლებებთან დაკავშირებულ ტერმინებს, რომელიც საქართველოს ახალი შრომის კოდექსითაა გათვალისწინებული.

კამპანია ასევე უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის საქმიანობისა და როლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ხელს უწყობს შრომით კულტურაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

შრომის ლექსიკონი მომზადდა სხვადასხვა დონორების მხარდაჭერით: USAID, PROLoG, Friedrich Ebert Stiftung, Norwegian Embassy, Solidarity Center, შრომის ინსპექციასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით.