საქართველოს კანონმდებლობით, ნორმირებული სამუშაო დრო არის კვირაში 40 საათი ნორმალურ სამუშაო პირობებში, ხოლო 48 საათი სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის პირობებში. შესრულებული სამუშაო, რომელიც ნორმირებულ სამუშაო დროის მონაკვეთს აღემატება ზეგანაკვეთურ შრომად ითვლება.

ზეგანაკვეთური შრომა, მხარეთა შეთანხმების მიხედვით, ანაზღაურდება ნორმირებული საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად.

განახლებული შრომის კოდექსის მიხედვით, დასაშვებია, მხარეთა შეთანხმების შემდეგ, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნაცვლად დასაქმებულმა მიიღოს პროპორციული ოდენობის დასვენების საათები.

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა არ არის განსაზღვრული და დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე, თუმცა სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის ოდენობა ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125%-ია.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: შრომის ლექსიკონი • Labour Dictionary

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაუკავშირდით შრომის ინსპექციას:

ელ. ფოსტა: infolio@moh.gov.ge

ცხელი ხაზი: 15-05