პროგრესული იდეების სკოლა 2019

აპლიკაციების მიღება დასრულებულია!

 


სემინარის თარიღი: 25-27 ოქტომბერი
სემინარის ჩატარების ადგილი: საირმე

 

*სემინარი შედგება ოთხი ძირითადი და ერთი არჩევითი მოდულისგან. აპლიკაციის ბოლოს აპლიკანტმა პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაალაგოს სემინარის ბოლო დღეს ჩამოთვლილთაგან რომელ საკითხზე სურს მუშაობას. სკოლის ადმინიტრაცია მაქსიმალურად ეცდება დააკმაყოფილოს მონაწილეების ინტერესები. 

*სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 15 ლარს. თანხის გადახდა უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აპლიკანტი შერჩეული იქნება სემინარის მონაწილედ და ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციისგან მიიღებს შეტყობინებას.  სკოლა დაუკავშირდება  მხოლოდ საუკეთესო აპლიკაციების ავტორებს.

*მონაწილეობის საფასური მთლიანად მოიცავს სასტუმროში განთავსების, კვების, ასევე თბილისიდან საირმემდე ტრანსპორტირების (ორივე გზა) ხარჯებს. 

*რეგიონებიდან მონაწილეების თბილისამდე ან პირდაპირ საირმემდე ტრანსპორტირების ხარჯები, მგზავრობის ჩეკის ან ბილეთის წარმოდგენის საფუძველზე, აზანღაურდება ორგანიზაციის მიერ.

*მონაწილეებს გადაეცემათ სემინარის გავლის დამადასურებელი სერთიფიკატები.   

კითხვების ან სემინარში მონაწილეობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@progressive.ge 

 

აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 28 სექტემბერი.                                                                                   

დაგვიანებით შემოსული აპლიკაციები არ განიხილება!                     

 

პროექტის ხორციელდება საქართველოს პროგრესული ფორუმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის თანამშრომლობის საფუძველზე.