პროგრესული იდეების სკოლა წარმოაგენს საგანმანათლებლო პროექტს სოციალ-დემოკრატიის თემატიკაზე.  

პროექტის სამინარზე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს 18-30 წლამდე ახალგზარდები, სტუდენტები, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალები, ისინი ვისაც სურთ მიიღონ ინფორმაცია ან/და გაიღრმაონ ცოდნა პოლიტიკური იდეოლოგიების, კონკრეტულად სოციალ-დემოკრატიის შესახებ.

სკოლის  ფარგლებში შემუშავებულია შემდეგი სასემინარო მოდული: სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები და ეკონომიკური პოლიტიკა.

მოდული შედგება ოთხი ძირითადი და მეხუთე არჩევითი თემისგან. ესენია: 

  • პოლიტიკური იდეოლოგიების გაცნობა / შედარება;
  • სოციალ-დემოკრატიის ისტორია (მსოფლიო და საქართველო);
  • სოციალ-დემოკრატიის ძირითადი ღირებულებები;
  • სოციალ-დემოკრატიის ეკონომიკური პოლიტიკა;
  • არჩევითი თემებია: შრომითი ურთიერთობები / ფემინიზმის ისტორია და გამოწვევები / საქართველოს მემარცხენე მოძრაობები და მათი პერსპექტივები.

 

მოდული განკუთვნილია, იმ ახალგაზრდებისათვის რომლებიც არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას სოციალ-დემოკრატიის შესახებ და ამ მიმართულებით სურთ ცოდნის გაღრმავება. გამომდინარე აქედან, მოდულის მიზანია მონაწილეთათვის სოციალ-დემოკრატიის, მისი ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების, ამასთანავე ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

აღნიშნული მოდულის სემინარები ჩატარდება ორ ნაკადად, გაზაფხულსა  და შემოდგომაზე და მათ გაუძღვებიან პროგრესული იდეების სკოლის ტრენერები. თითოეულ ნაკადში მონაწილეობას მიიღებს 60 ახალგაზრდა, რომლებიც გადანაწილდებიან სამ სამუშაო ჯგუფში და მათ პარალელურ რეჟიმში ჩაუტადებათ სემინარები.  

 

სემინარს არ ექნება მხოლოდ ლექციის ტიპის ფორმატი. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ვეცადეთ სემინარები ყოფილიყო უფრო მსუბუქი, საინტერესო და სხვადასხვა ინტერაქციული მეთოდებით დატვირთული, რათა უზრუნველყოფილიყო მონაწილეთა ჩართულობის მაღალი დონე. ამდენად, მოდულის სემინარების პროგრამა მოიცავს დისკუსიებს და სხვადასხვა ინტერაქციულ მეთოდებსა და სიმულაციურ თამაშებს. ამასთანავე ყურადღება გამახვილებულია სემინარის შემდეგ გართობისა და მონაწილეების მაქსიმალური სოციალიზაციის კომპონენტზეც. ყვეაფერი ეს უზრუნველყოფს სასემინარო პროცესში მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას და სამუშაო პროცესით მათი დაინტერესების მაღალ დონეს.