პროგრესული იდეების სკოლა 2016

პროგრესული იდეების სკოლა 2016 წარმოაგენდა საგანმანათლებლო პროექტს სოციალ-დემოკრატიის თემატიკაზე.  

პროექტის სამინარზე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს 18-30 წლამდე ახალგზარდები, სტუდენტები, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალები.

 

2016 წელს პროგრესული იდეების სკოლამ განიცადა ცვლილება. ეტაპების ნაცვლად სკოლის ფარგლებში შეიქმნა კონკრეტულ სფეროებზე ფოკუსირებული სამი სასემინარო მოდული: 

 

  • სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები და ისტორია

  • ეკონომიკა და კეთილდღეობის სახელმწიფო

  • საერთაშორისო ურთიერთობები და დემოკრატიზაცია

 

სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები და ისტორია განკუთვნილი იყო დამწყებებისათვის, ანუ მათთვის  ვისაც აქამდე არ გაუვლია სკოლის სემინარები. დანარჩენი ორი მოდული, რომელებიც მორგებული იყო მონაწილეთა სპეციფიკურ ინტერესებს, განკუთვნილი იყო ძირითადად სკოლის ალუმნებისათვის, ანუ იმ ახალგაზრდებისათვის, რომელებიც უკვე ფლობდნენ საბაზისო ინფორმაციას სოციალ-დემოკრატიის შესახებ და სურდათ ამ ცოდნის გაღრმავება. 

თითოეული მოდულის ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი სემინარები გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ჯამში 8 სემინარი თბილისში, სიღნაღში და ლაგოდეხში. თითოეული მოდულისათვის ტრენერების მიერ საგანგებოდ შეიქმნა სემინარის სახელმძღვანელო მასალა და განისაზღვრა ახალგაზრდებთან მუშაობის მეთოდოლოგია.

 

ამასთანავე, პროგრესული იდეების სკოლის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექციები ბათუმსა და ქუთაისში. საჯარო ლექციები, რომელთა თემა იყო სიღარიბის დაძლევა და დასაქმების პოლიტიკა ჩაატარეს პროგრესული იდეების სკოლის ტრენერებმა ოთარ გრიგოლიამ და ლევან აბაშიძემ

 

და ბოლოს, პროგრესული იდეების სკოლა 2016 დასრულდა ზამთრის სკოლით. ზამთრის სკოლა, რომელიც ჩატარდა წყალტუბოში, წარმოადგენდა ტრენერთა ტრენინგს ახალგაზრდებთან მუშაობის ინოვაციური მეთოდებისა და პროექტის მენეჯმენტის შესახებ.  ზამთრის სკოლაში მონაწილეობა მიიღეს როგორც პროგრესული ფორუმის პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა და ტრენერებმა, ასევე კონკურსის წესით შერჩეულმა პროგრესული იდეების სკოლის სემინარების ყოფილმა მონაწილეებმა.