ფუნდამენტური  ღირებულებები

 

თავისუფლება

მიგვაჩნია, რომ პიროვნება და მისი თავისუფლება უნივერსალური ღირებულებაა, რასაც უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი თანამედროვე საზოგადოება და სახელმწიფო.

 

პიროვნება თავად უნდა განსაზღვრავდეს საკუთარ ცხოვრებასა და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სიტყვის, აზრისა და რწმენის, ასევე მოქმედებისა და პოლიტიკური არჩევანის თავისუფლებით. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ეკონომიკური პოზიციები და შესაძლებლობები შედეგად გვაძლევს სხვადასხვა ხარისხის ინდივუდუალურ თავისუფლებას, რაც საზოგადოების სხვადასხვა ფენებში პერსონალურ თავისუფლების შეზღუდვას იწვევს, რამაც შესაძლოა გაზარდოს ერთი სოციალური ჯგუფის მიერ მეორისადმი დაქვემდებარების ხარისხი.

 

ამიტომ, თითოეული ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია  სოციალური გარანტიების უნივერსალური მოდელის შექმნა, რათა ადამიანს ქონდეს საშუალება, მიიღოს  პიროვნების თავისუფლების ყოველგვარი პრივილეგია და სოციალურმა სირთულეებმა არ მოახდინოს მისი შეზღუდვა.  სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან გამკვლავება მხოლოდ საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევითა და ჩართულობის მაღალი ხარისხით მიიღწევა,  რაც საზოგადოების თითოეული წევრის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს.

 

ადამიანი არის ინდივიდი, მაგრამ ამავდროულად ის წარმოადგენს საზოგადოების ნაწილს, რაც ინდივიდებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას გულისხმობს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, მოიძებნოს ბალანსი პიროვნების თავისუფლებასა და საერთო საზოგადოებრივ ინტერესებს შორის. 

 

ჩვენთვის, როგორც სოციალ-დემოკრატებისათვის, საერთო საზოგადოებრივი ინტერესებიდანგამომდინარე, თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდის თავისუფლება, ასევე  ინდივიდის სოციალური პასუხისმგებლობაც.

 

იმისათვის რომ დავიცვათ ბალანსი ინდივიდის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის, აუცილებელია, დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე. კერძოდ, საზოგადოება და მისი თითოეული წევრი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დემოკრატიული კონტროლის მყარი მექანიზმებით იმისათვის, რომ მან არჩევნებისა თუ სამოქალაქო დემოკრატიული ჩართულობის საშუალებით მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ პორცესებზე და განსაზღვროს სახელმწიფოს პოლიტიკური კურსი.

 

თანასწორობა

თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოება უნდა ეფუნებოდეს თანასწორობის პრინციპებს, სადაც მისი თითოეული წევრი განურჩევლად მისი სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, რელიგიური აღმსარებლობისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ქონებრივი თუ წოდებრივი მდგომარეობისა, სოციალური სტატუსისა, უნდა იყოს გარანტირებული თანაბარი შესაძლებლობებითა და  ქონდეს თანაბარი გავლენა სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში, რომელშიც ის ცხოვრობს. კანონის უზენაესობა ყველასათვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე.

 

თანასწორობის პრინციპების ფუნდამენტური ნაწილია პოლიტიკური დემოკრატია, რომელიც გულისხმობს ძალაუფლების თანაბარ განაწილებას. თუმცა უმრავლესობის დემოკრატიული მართველობის პირობებში ნებისმიერი უმცირესობის უფლებებისა და ინტერესების დაცვა განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს. თანასწორობის პოლიტიკა უნდა ეწინააღმდეგებოდეს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას;

 

თანასწორობა განაპირობებს ადამიანის თავისუფლებისათვის აუცილებელი საყოველთაო მატერიალური და არამატერიალური რესურსების სამართლიან განაწილებასა და სოციალური მშვიდობის უზრუნველყოფას. ის არ უნდა განვიხილოთ როგორც პიროვნების თავისუფლების შეზღუდვის საშუალება, არამედ პირიქით. თავისუფლება და თანასწორობა ურთიერთდამოკიდებული ცნებებია და გულისხმობს თავისუფალ მოქალაქეთა სოციალურ პასუხისმგებლობას; თანასწორობის პრინციპები განსაზღვრავენ ინდივიდის როლს საზოგადოებაში, სადაც პიროვნება და მისი თავისუფლება განიხილება საზოგადოებასთან ურთიერთობის კონტექსტში.

 

თანასწორობის პოლიტიკა უზრუნვეყლოფს საზოგადოებაში და მის თითოეულ წევრში სამართლიანობის შეგრძნების ფორმირებას, და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის თვითრეალიზებას, ასევე  პიროვნული და საზოგადებრივი სიკეთეებისადმი ერთგულების აუცილებელ წინაპირობებს.

 

სოლიდარობა

ეს არის ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც საზგადოებაში აყალიბებს ერთიან სოციალურ იდენტობას, სადაც თითოეული მისი წევრი თანაბრად ზრუნავს, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე.  საზოგადოება გაცილებით ეფექტურია, თუ ის მოქმედებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. სოლიდარობა გულისხმობს არა დახმარებას, არამედ  ურთიერთსასარგებლო მოქმედებას, სადაც თითოეული ინდივიდი არის კონტრიბუტორიცა და ამავდროულად ბენეფიციარიც. თითოეული ადამიანი ქმნის პირად და საზოგადოებრივ სიკეთეს და ღებულობს სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს.

 

სოლიდარობა, ისევე როგორც თანასწორობა, არ გამორიცხავს ინდივიდის მისწრაფებას განავითაროს საკუთარი ცხოვრების პირობები, თუმცა კატეგორიულად უარყოფს ერთი ადამიანის მიერ მეორეს ექპლუატაციას.

 

სოლიდარული საზოგადოება განმტკიცებული უნდა იქნას სოციალური და სამოქალაქო ინსტიტუტებით, სადაც თითოეული მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი შესაძლებლობებითა და  დემოკრატიული კონტროლის შესაძლებლობით.

 

სწორედ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოს სოციალურ-ეკონიმიკური და პოლიტიკური პროცესებიც, სადაც ხელისუფლება, როგორ საზოგადოების ინტერესების გამტარებელი ინსტრუმენტი, ასევე სამართლიანობისა და სოციალურ ჯგუფებს შორისის თანასწორობის გარანტი, უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტურ რეგულაციებს, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

 

დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე, საზოგადოების აქტიური ჩართულობა, როგორც ადგილობრი ისე ცენტრალურ დონეზე, არის პროცესების ძლიერი საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონტროლის საშუალებაცა და გარანტიაც. 

 

ჩვენი, როგორც პროგრესული თანამედროვე ძალის ხედვა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება და შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, თანამდეროვე, სოციალურად ორიენტირებული, სამართლვებრივი სახელმწიფოს შექმნას, რომლის თითოეული მოქალაქე თანაბრად იქნება დაცული და უზრუნველფყოფილი საზოგადოებრივი სიკეთეებით. მათი პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები კი გარანტირებული იქნება კანონითა და სოციალური მექანიზმებით.

 

მივიჩნევთ, რომ დღევანდელ გლობალურ სამყაროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობას მონათესავე პოლიტიკურ ძალებს შორის. მიგვაჩნია, რომ ორგანიზაცია პროგრესულმა ფორუმმა თავის ღირსეული ადგილი უნდა მოიპოვოს საერთაშორისო სოციალ დემოკრატიულ მოძრაობაში და გახდეს საერთაშორისო პროცესების მონაწილე, გაიზიაროს წარმატებული პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც გააჩნიათ მსოფლიოს წამყვან სოციალ-დემოკრატიულ პარტიებს და ამავდროულად, შეიტანოს საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიოში სიციალური სამართლიანობის, თავისუფლებისა და მშვიდობისათვის ბრძოლაში.

 

ამდენად, ფორუმის მიზნები და ამოცანები ეფუძნება ადამიანის თავისუფლების, სოლიდარობისადა თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპებს:

 

  • მიგვაჩნია, რომ  სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეების მიერ შემდგარ სახელმწიფოში, სადაც თითოეული მოქალაქე თავად განაგებს საკუთარ ბედსა და მომავალს, განსაზღვრავს საკუთრი ცხოვრების წესს, გააჩნია თავისუფალი არჩევანის უფლება და შესაძლებლობა;

 

  • ფორუმი საკუთარი საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპად აღიარებს ადამიანის უფლებებისადა თავისუფლებების პრინციპებს, ასევე თითოელი ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც პიროვნებისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას; 

 

  • მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოების თითოეული წევრისათვის თანაბარ შესაძლებლობებს, განურჩევლად მისი რასისა, გენდერისა, რელიგიური აღმსარებლობისა, ეთნიკური წარმომავლობისა და სექსუალური ორიენტაციისა.

 

  • სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული სამოქალაქო კულტურა, რომელიც მოქმედებს პიროვნებებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის პრინციპების დაცვით, წარმოადგენს ფორუმის ფუნდამენტურ ღირებულებას და განსაზღვრავს ფორუმის საქმიანობის საფუძვლებს.

 

 

ფორუმის მიზნებს წარმოადგენს:

 

  • ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის გაძლიერება, რომლის დროსაც საზოგადოება აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოს ცხოვრებაში, უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობა, როგორც ადგილობრივ და სამხარეო, ისე ცენტრალურ დონეზე,სადაც გარანტირებული იქნება მოქალაქის განსაკუთრებული ფუნქცია, იყოს ძალაუფლების უმთავრესი წყარო;

 

  • ქვეყანაში ისეთი სოციალურ-ეკონომუკური პოლიტიკის განხორციელება, რომლის დროსაც თითოეული მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული სამუშაო პირობებით და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებით.

 

  • ქვეყანაში მდგრადი განვითარების უნზრუნველყოფა, რომლის დროსაც ეკონომიკური განვითარება ორიენტირებული იქნება, როგორც საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის მიღწევაზე.  ასევე გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე.

 

  • ქვეყნის ისეთი საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა, რომელიც მიმართული იქნება, როგორც ეროვნული ინტერესების რეალიზაციისაკენ, ასევე რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებასა და ერებს შორის მშვიდობიანი და ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ.

 

  • სახელმწყოფოებს შორის იმდაგვარი თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება საერთო ინტერესებს და ჰარმონიულად შეერწყმება მსოფლიოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებას.

 

  • ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის მოდელის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საყოველთაო სიკეთესა და ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას, სოციალურ სამართლიანობასა და რესურსების სამართლიან გადანაწილებას.

 

 

ფორუმის ფუნდამენტური პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად აყალიბებს თავის ამოცანებს. კერძოდ:

 

  • ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დარეგულირების კუთხით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება, მათი განხორციელების ადვოკატირება;

 

  • სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და გაძლიერება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეებზე, შესაბამისი საგანმანათლებლო და სხვა სახის პროგრამების განხორციელების მეშვეობით;

 

  • ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკურ დისკურსებში პროგრესული იდეების ჩართვა და მათი პოპულარიზაცია. ამ მიზნით სამოქალაქო განათლების პროგრამების და სამოქალაქო კამპანიების განხორციელება;

 

  • ახალგაზრდებში სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის მხარდაჭერა და მათთან ინტენსიური თანამშრომლობა;

 

  • საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პროგრესულ, იდეურად მონათესავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

 

  • ქვეყნაში პარტიული პოლიტიკურ-იდეოლოგიური და სტრუქტურული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, მოქმედ პროგრესულ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა;

 

  • საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების კვლევა,  პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი დარეგულირების მექანიზმების შემუშავება. ამ მექანიზმებისა და რეკომენდაციების ლობირება და ადვოკატირება.

 

  • ასევე სხვა ამოცნების რეალიზება, რაც გამომდინარეობს ორგანიზაციის მიზნებიდან და მისი პრინციპებდან.