საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები 

 

ორგანიზაცია საქართველოს პროგრესული ფორუმი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრისას ითვალისწინებს ორგანიზაციის ფუნდამენტურ ღირებულებებს და მიიჩნევს, რომ სქართველომ, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა, უნდა დაიმკვიდროს თანამედროვე პროგრესულ საერთაშორისო თანამეგორბრობაში თავის მნიშვნელოვანი ადგილი და ხელი შეუწყოს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას, ერებს შორის ჰარმონიული და მშვიდობიან თანაარსებობას.

 

ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით, რაც გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნული ეფექტიანი უსაფხოებისა და თავდაცვის სისტემის განვითარებას, რეგიონში სტაბილურობისა და მშივდობის დამკვიდრების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის განვითარებას, იმისათვის რომ შეიქმნას ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის ურყევი საფუძვლები, საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ.

 

მოცემული რეალობის გათვალისწინებით, ორგანიზაცია ხაზს უსვამს ქვეყნის წინაშე მდგარ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებული ტერიტორიები და განახლებადი საომარი მოქმედებების საფრთხე, რეგიონული კონფლიქტები, საერთაშორისო ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დანაშაული, სოციალურ ეკონომიკური სირთულეები, ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი დემოკრატიული ინსტიტუტები. რაც მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს ქმნის ქვეყნის სწრაფი და ეფექტური სოციალურ ეკონომიკური და კულტურული განვითარებსათვის.

 

ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე არსებული შიდა და გარე საფრთხეები და გამოწვევევი, ისევე საერთაშორისო ასპარესზე ქვეყნის მიზნები და პრიორიტეტები მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. შესაბამისად საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად ჩამოყალიბებული და ეფექტურად განხიორციელებული საგარეო პოლიტიკა რაც იმავდროულად შიდა პოლიტიკური პროცესების ეფექტურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

 

ორგანიზაცია საქართველოს პროგრესული ფორუმი მიიჩნევს, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსი უნდა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

 

 

კონფლიქტების მოგვარება

საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავაც მოუგვარებელი კონფლიქტები და ქვეყნის ტერიოტორიული მთლიანობის პრობლემა რჩება.

 

შესაბამისად, ორგანიზაცია საქართველოს პროგრესული ფორუმი თავისი საქმიანობის განსაკუთრებულ პრიორიტეტად მიიჩნევს ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაციის  და იმავდროულად კონფლიქტურ მხარეებს შორის ურთიერთოებების ნორმალიზაციის ხელშეწყობას.

 

ბუნებრივია, ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ ეთნიკური კონფლიქტები აბხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმთავითვე გასცდა შიდა კონფლიქტების ფარგლებს და საერთაშორისო განზომილება შეიძინა. რუსეთის ფედერაცია კონფლიქტების საწყისებიდანვე ირიბად თუ პირდაპირ მონაწილეობდა კონფლიქტებში, ხოლო 2008 წლის აგვისტოდან ის უკვე ღიად ჩაერთო პროცესში.

 

სიტუაციის კომპლექსურობიდან გამომდინარე, კონფლიქტების მოგვარებას რამოდენიმე განზომილება გააჩნია და მოითხოვს ხანგრძლივ, ზომიერ და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებას იმისათვის, რომ კონფლიქტების მოგავარების კუთხით მოხდეს რეალური პროგრესი.

 

ჩვენ, ორგანიზაცია საქართველოს პროგრესული ფორუმი კონფლიქტების მოგვარების საქმეში ვხელმძღვანელობთ ჩვენი პოლიტიკური ფუნდამენტური პრინციპებით და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი უალტერნატივო გზა არის მშვიდობიანი, მრავალდონიანი მოლაპარაკების პროცესი, რომლის დროსაც საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ადამიანის უფლებების საკითხები უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორები.

 

ორგანიზაცია საქართველოს პროგრესული ფორუმი მივიჩნევთ, იმისათვის რომ კონფლიქტების მოგვარების პროცეისი იყოს ეფექტური და შეუქცევადი საქმიანობა უნდა წარიმართოს რამოდენიმე მიმართულებით ერთდროულად, კერძოდ:

 

პირველი, უნდა მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება აბხაზურ და ოს მოსახლეობასთან და განჩნდეს გრძლევადიანი ურთიერთობებისათვის ნაყოფიერი ნიადაგი. რა თქმა უნდა ეს პროცესი არ გულისხმობს მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობას. სახელმწიფომ და მთავრობამ უნდა შექმნას სამოქალაქო დიალოგისა და სახალხო დიპლომატიის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო და ხელი შეუწყოს სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას. თავად სახელმწიფომაც და მისმა ადმინისტრაციულმა აპარატმაც უნდა უზრუნველყოს ინტენსიური კომუნიკაციები კონფლიქტური რეგიონების დე-ფაქტო ადმინისტრაციებთან, იმისათვის რომ გამოიკვეთოს ურთიერთ სასარგებლო და ურთიერთ მისაღები საკითხები და დაიწყოს ამ საკითხების მიმართ ერთობლივი მუშაობა.

 

მეორე: საქართველოს მთავრობამ ინტენსიურად უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, როგორც არ აღიარების პოლიტიკის შემდგომი გაგრძელების, ასევე კონფლიქტების მოგვარების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გაზრდისკუთხით. მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტების მოგვარების პროცესის მედიაცია მოახდინოს საყოველთაოდ აღიარებულმა და ყველა მხარესათვის სანდო შუამავალმა საერთაშორისო აქტორმა. საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია რესურსი და აქვს შესაძლებლობა შექმნას კონფლიქტურ მხარეებს შორის ინტენსური თანამშრომლობის პლატფორმა და უზრუნველყოს ერთობლივი პროექტების განახორციელება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ეფექტურად უნდა გამოიყენოს. 

 

მესამე, რუსეთთან პერმანენტული დიალოგის შენარჩუნება და დაძაბულობის მოხსნა ერთის მხრივ ამცირებს კონფლიქტის განახლების ალბათობას და მეორეს მხრივს აჩენს სამომავლო თანამშროლობის გარკვეულ პერსპექტივებს. ასევე, მოველით მნიშნველოვან პროგრესს ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციისა და ქვეყნის საბოლოო დეოკუპაციის კუთხითაც. მიგვაჩნია რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი მნიშავნელოვანი პროცესია და აუცილებელია მისი, როგორც საერთაშორისო დიალოგის ფრომატის გაგრძელება. იმავდროულად მივიჩნევთ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღგენის ფორმატს, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართულ რუსული ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით.

 

საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტები

მიგვაჩნია რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუოყფელი ნაწილი და შესაბამისად საქართვლოს სრულფასოვანი ინტეგრაცია დასავლურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კულტურულ სივრცეში წარმოადგენს საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტს. ბუნებრვირია, ეს პროცესი გულისხმობს ხანგრძლივ და ინტენსიურ მუშაობას, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების კუთხით, ასევე სტაბილური და არაორაზროვანი საგარეო პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას.

 

საქართველო-აშშ

მიგვაჩნია რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობა ეხმიანება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა  და ფასეულობებს და ხელს უწყობს საქართველს ინტეგრაციას დასავლურ სოციალურ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში. ასევე ამყარებს ქვეყნის ეფექტური ეკონომიკური განვითარების და ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს.

 

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას და მნიშვნელოვან ნაბიჯად ვაფასებთ 2009 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სხვასადახვა სფეროებში თანამშრომლობის მნივნელოვან ჩარჩოს. მათ შორის: სავაჭრო-ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურის, უსაფრთხოებისა და დავდაცვის სფერებში.

 

მიგვაჩნია, თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის შემდგომშიც სტრატეგიული პარტნირობის ფარგლებში უნდა განვითარდეს, და სულ უფრო დინამიური და სიღრმისეული გახდეს.

 

საქართველო - ევროკავშირი

თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის განსაკუთრებულ კომპონენტს.

 

მიგვაჩნია, რომ თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ისევე როგორც ევროპის სახელმწიფოებთან მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისათვის.

 

დღეისათვის სქართველო ინტენსიურად თანამშრომლობს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ევროპულ სტრუქტურებთან დაახლობის კუთხით.

 

ჩვენ მივესალმებით ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, რომლის ნაწილიცაა ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც. 

ჩვენ ასევე მნიშვნელოვან ყურადღებვას ვამახვილებთ ევროპის ქვეყნებთან ორმხრივ თანამშრომოლობაზე, და მიგვაჩნია რომ ამ კუთხით არსებობს უზარმაზარი პოტენციალი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით, რომლის მაქსიმალურად გამოყენებაც ჩვენ საქმიანობის ერთ - ერთ ამოცანას წარმოადგენს..

 

საქართველო-NATO

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა NATO-სთან და საბოლოოდ მასში სრულფასოვანი გაწევრიანება შექმნის ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების ურყევ გარანტიებს და იმავდროულად საქართველო დაიმკვირდებს თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

 

დღეისათვის საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერის ძალების (ISAF) პროგრამის ფარგლებში. 2015 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩაერთვებიან ჩრდილო ატლანტიკური ალიანისის სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაშიც. ამითი საქართველო მნიშვნელოვან წვლილის შეიტანს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

 

პროგრესული ფორუმისაგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაკუთრებულ ამოცანად მიიჩნევს NATO-საქართველოს ურთიერთოებების კიდევ უფრო გაღრმავების  განმტკიცების და საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანების ხელშეწყობას.

 

საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ქვეყნის სწორი სამეზობლო და რეგიონული პოლიტკის განსაზღვრა და განხორციელება. სამხრეთ კავკასია, ერთის მხრივ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არეალი, მნიშვნელოვან პერსპექტივებს უქმნის საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს სწრაფი და ეფექტური ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნებისათვის. თუმცა იმავდროულად, რეგიონი და მის ფარგლებში არსებული კონფლიქტები საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებისა სტაბილურობის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

 

აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ სამხრეთ კავკასია უშუალოდ ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთის რეგიონს და გარკვეულად მის ნაწილსაც კი წარმოადგენს, რაც რეგიონის და ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უაფრთხოებას კიდევ მეტ სირთულეს უქმნის. ბუნებრივია, ქვეყნის თავდაცვისუნარიონობის გაძლიერება და განმტკიცება, მნიშვნელოვანი პროცესია ამ გამოწვევების საპასუხოდ, მაგრამ საგარეო პოლტიკური კურსის და რეგიონული პოლიტიკის სწორად განხორციელება ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს ამ საფრთხეების საპასუხოდ.

 

საქრთველო, მისი დამოუკიდებლობის დღიდან სტრატეგიული თანამშრომლობის რეჯიმში თანამშრომლობს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებებიც იქნა მიღწეული. განხორციელდა რეგიონისათვის ჯერ არნახული მაშტაბის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები.

 

უნდა აღნინშნოს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეო-ეკონომიკური პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოყენებული. ორგანიზაცია საქართველოს პროგრესული ფორუმი მიიჩნევს, რომ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში მრავალმხრივი პროექტების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც რეგიონის ყველა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და საკუთარი ეროვნული და ეკონომიკური ინტერესებს საერთო რეგიონულ ინტერესბეთან თანხობაში მოიყვანა.

 

ამ კუთხით მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო საკომუნიკაციო პროექტების განხორციელება, რომლის შედეგადაც სამხრეთ კავკასია მოახერხებს სრულფასოვნად განახორციელოს მისი სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია და დააკავშიროს ცენტრალური აზიის და ევროპის ეკონომიკური ინტერესების.  აღნიშნული ხელს შეუწყობს როგორ რეგიონის ქვეყნების, მათ შორისი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე შესაძლებელს გახდის რეგიონული სამშვიდობო პროცესების განვითარებას.

 

ამ მიმართულებით, საქართველომ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს, ერთის მხრივ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რომელთა მეშვეობითაც მოხდება პროცესების პოლიტიკურ ეკონომიკური მხარდაჭერა, და მეორეს მხირვ კვლავ გააგრძელოს თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივ ფორმატში.

 

დინამიურად ვითარდება ურთიერთობები სუამი-ს (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ფარგლებში, როგორც ორმხრივი ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. ასევე ინტენსური ხასიათი მიიღო  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრმლობის მიმართულებითაც. ინტენსიურად ვითარდება სავაჭრო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც.

 

განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია საქართველოსთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობას, რომელთა ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები უნდა დაუკავშირდეს  სამხრეთ კავკასიის რეგიონული პროექტების განხორციელებას. კერძოდ, ცენტრალური აზიის ენერგო რესურსებისა და სხვა პროდუქციის ტრანსპორტირების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიური სატრანზიტო დერეფნის გავლით,  რაც არა მარტო თავად პროექტების განხორციელებას არამედ დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასაც ნიშნავს სატრანსპორტო დერეფინისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ყველაფერი ეს კი ერთობლიობაში მნიშვნელოვან გარანტიებს შექმნის რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.

 

საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საერთაშორისო ურთიერთოებისა და საგარეო პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში. გაეროს მიერ განსაძზღვრული საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები განსაზღვრავენ ქვეყნებს შორის ურთიერთოებების მნიშვნელოვან ფაქტორებს ასევე ხელს უწყობენ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, განვითარებასა და პროგრესს, ადამიანთა უფლებების დაცვას,  სიღარიბის დაძლევას და ასევე კანონიერების განმტკიცებას. ორგანიზაცია საქართველოს პროგრესული ფორუმი მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, როგორც გლობალური პოლიტიკური აქტორის საქმიანობის შემდგომ დახვეწას, მისი ფუნქციების და ავტორიტეტის გაძლიერებას.

 

ორგანიზაცია საქართველოს პროგრესული ფორუმი ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს,  ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის განსაკთრებულ მნიშვნელობას, როგორც ევროპის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საქმეში, ასევე დემოკრატიული გარდაქმნების, მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცების პროცეში. მიგვაჩნია, რომ ევროპის საბჭო და ეუთო ქმნიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს სადაც საქრთველოს და ყველა სხვა ქვეყანას ეძლევა საშუალება წარმოაჩინოს მისი საშინაო და საგარეო პრობლემები და უზრუნველყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა ამ პრობლემების დარეგულირების საქმეში.