ეკონომიკის მთავარი გამოწვევები

 

ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, რაც ძირითადად განპირობებული იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, გაზრდილი საგარეო ვალებით და მიგრანტების გზავნილების დიდი მოცულობებით.  აღნიშნულ ფაქტორებს ემატებოდა საბანკო დაკრედიტების მკვეთრი ზრდა, ამ ყოველივეს შედეგად კი ქვეყანაში ადგილი ქონდა შიდა მოთხოვნის ზრდას რაც მეტწილად იმპორტის გაზრდის შედეგად კმაყოფილდებოდა. მოცემულ პერიოდში ადგილი ქონდა ეკონომიკის არაადეკვატურ ზრდას. არ მოხდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანმდევი ახალი და მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარება, რამაც  მნიშვნელოვან წილად შეაფერხა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაცია გლობალურ და რეგიონულ ჭრილში.

გაუაზარებელი ნეო-ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ეკონომიკის ზრდა არანაირად არ აისახა მოსახლების მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრებაზე. შენარჩუნდა უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონე, რაც დღეისთვის ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

ორგანიზაცია პროგრესული ფორუმის განსაკუთრებულ ამოცანას წარმოადგენს ეკონომიკური მოდელების და მიდგომების მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობას. წარსულში არსებული რაოდენობრივი ზრდის ნაცვლად დღეისათვის ჩვენ გვჭირდება განვითარების ახალი, მომავალზე ორიენტირებული ზრდის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს შრომისსაერთაშორისო განაწილებაში საქართველოს მონაწილეობას, ასევე მიმართული იქნება მსოფლიოში მეურნეობის განვითარების ტენდენციების შესაბამისად  პოსტინდუსტრიულისაზოგადოების თანდათანობით დამკვიდრებისაკენ, როდესაც განვითარების ფაქტორადცოდნა და ინფორმაცია გვევლინება.

ჩვენი მიდგომები ემყარება მოკლე და გრძელვადნი ამოცანების რეალიზებას, რაც გულისხმობს ისეთი პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ერთროულად უპასუხებს დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და იმავდროულად მნიშვნელოვან ყურადრებას დაუთმობს მომავალი თაობებისათვის სტაბილური და მდგრადი ეკონომიკური გარემოს შენარჩუნებას.

საქართველოს პროგრესული ფორუმი ეკონომიკურ განვითარებას განიხილავს არა როგორც თვითმიზანს, არამედ მექანიზმს იმისათვის, რომ მოხდეს მოსახლეობისათვის საყოველთაო კეთილდღეობის შექმნა, თითოეული მოქალაქისათვის ცხოვრებისა და განვითარების ღირსეული პირობებით უზრუნველყოფა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ორიენტირებია, ერთის მხრივ ადამიანი - მოქალაქე, რომელის კეთილდღეობა და სოციალური დაცულობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას სახელმწიფოს მიერ, და მეორეს მხრივ საზოგადოება, რომელიც ამ ინდივიდების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელშიც თითეულ მოქალაქეს გააჩნია პასუხისმგებლობები საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ.

ჩვენი სოციალურ ეკონომიკური პოლიტიკა ემყარება სამ უმთავრეს პრინციპს. პირველი, ეს არის სწარფი და ეფექტური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ეკონომიკის რეალური (წარმოების) სექტორის განვითარებსიკენ.  აღნიშნული  აუცილებელია არსებული ეკონომიკური პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით და უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას. მეორე, ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული საყოველთაო სიკეთეების სამართლიანი გადანაწილების მეშვეობით საზოგადოებაში სოციალური თანასწორობის უზნრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვანია საყოველთაო კეთილდღეობის და მოსახლეობის ღისეული ცხოვრების პირობებით უზრუნველსაყოფად. მესამე მნიშვნელოვანი პრინციპია, ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, რადგანაც ამ რესურსებზე თანაბარი უფლებები გააჩნიათ ამჟამინდელ და მომავალ თაობებს. ასევე, ეკონომიკური განვითარების პროცესში ეკოლოგიური უსაფრთხოების და მდგრადობის უზრუნველყოფა, ბუნებრივი კატაკლიზმების რისკების თავიდან აცილება და გამოწვეულ საფრთხეებთან ეფექტური ბრძოლა.

ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის და დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის განხორციელება. აღნიშნული უზრუნვეყოფს მთავრობის ტრანსფარენტულობას და ანგარიშვალდებულებას, ასევე უზრუნველყოფს სოციალური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესში საზოგადოების ინტერესების დაცვას. 

 

თავისუფალი კონკურენცია და სახელმწუფოს როლი 

ისტორიულმა გამოცდილებამ დაგავანახა, რომ ეფექტიანი ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია როგორც გეგმიური ისე მხოლოდ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური პროცესების პირობებში. 

საქართველოს პროგრესული ფორუმი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა განისაზღვროს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებისა და ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების შერწყმის ოპტიმალური მოდელის შემუშავებით, რომელიც ძირითადი მაკროეკონომიკური მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს. ესენია: მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სრული დასაქმება, ინფლაციის დონის მინიმიზაცია, და სოციალური სამართლიანობა.

სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა თავისუფალი დასამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა საქართველოში მოქმედი ყველა ეკონომიკური აქტორებისათვის, რაც ეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკის გატარებას დაეფუძნება. აღნიშნული გულისხმობს ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების აღმოფხვრას და ამავდროულად  გონივრული რეგულაციების შემოღებას, რათა ბიზნესის გაფართოებას ხელოვნურად არ შეექმნას ბარიერები და არ მოხდეს სუსტი კონკურენტების ბაზრიდან გაქრობა. ამავდროულად კონკურენციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი, რათა არ მოხდეს ისეთი ინოვაციური ბიზნეს ინიციატივების ბლოკირება, რომელსაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტის მოთანა შეუძლია.

ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისაგან და სახელმწიფო მას უნდა მიიჩნევდეს სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვან წყაროდ. კერძო სექტორში სახელმწიფო ინტერვენციები უნდა განხორციელდეს ისეთ პროექტებში, რომელთა დაფინანსებაც შეუძლებელია კერძო სექტორის მეშვეობით.

 

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ეკონომიკისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, რომელზეც უნდა დაფუძნდეს ყველა სხვა ეკონომიკური ღონისძიებებიდან მიღწეული წარმატებები. ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ბაზისს, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობის ამაღლებას, საქართველოს უკეთეს შიდა, რეგიონულ და საერთაშორისო ინტეგრაციას, საცხოვრებელი და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქვეყნის პრიორიტეტული დარგების  -  ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი,  მრეწველობა - განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის საშუალებაა.

მოკლევადიან პერიოდში, იმისათვის რომ მოხდეს უმუშევრობის სწრაფი შემცირება და განხორციელდეს ეკონომიკის სტიმულირება, აუცილებელია სახელმწიფომ განახორციელოს დასაქმებაზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც გაითვალისწინებს შრომის ბაზრის კონიუქტურას. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვით  ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ერთის მხრივ კერძო სექტორს გაუუმჯობესდება გარემო ეკონომიკური საქმიანობისათვის და მეორეს მხრივ, შექმნის სამუშაო ადგილებს. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სახრსების ეკონომიკაში ინვესტირებით, მოხდება ბაზარზე  მოთხოვნის სტიმულირება, რაც ბუნებრივად გააჩენს ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს და შემქნის დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას.

 

სოციალური სერვისები

სოციალური სახელმწიფოს მშენობლობის პროცესში, როდესაც სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების სოციალური ბადის შექმნაში, აუცილებელია შესაბამისი საბიუჯეტო სექტორის გაფართოება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროში არსებული სოციალური სერვისებით საზოგადოების უზრუნველყოფას. აღნიშნული, გარდა იმისა,  რომ აუცილებელია სოციალური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, ასევე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ბაზარზე მოთხოვნის სახელმწიფო სტიმულირების ეფექტურ მექანიზმად რაც, ინფრასტურქტურული პროექტების მსგავსად მოახდენს ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებას.  სოციალური სამართლიანობის კუთხით მნიშვნელოვანია აგრეთვე პროგრესული საშემოსავლო გადასახადების შემოღება, რაც შემოსავლების გადანაწილების პროცესის სიჯანსაღეს შეუწყობს ხელს.

 

ინვესტიციები

კერძო სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად ზღუდავს არასაკმარისი ფინანსური რესურსები. ამ კუთხით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.  თუმცა ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი პროექტის  დაფინანსების საჭირო მოცულობა აღემატება კერძო სექტორის ძალებს. ასეთი პროექტების განხორციელებას მნიშვენელოვანია ხელი შეუწყოს კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობით დაფუძნებულმა საინვესტიციო ფონდებმა. ამავდროულად, აღნიშნული ფონდების ფუნქციონირებიდან გამომდინარე არაჯანსაღი კონკურენციის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ასეთი ფონდების საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, საინვესტიციო პროექტში მონაწილეობა ემყარებოდეს საბაზრო პრინციპებს და საქმიანობა შეესაბამებოდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს.

საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც თავის მხრივ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის ზრდას განაპირობებს.

 

ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება

დაფინანსების ალტერნატიული წყაროების და შესაბამისად ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.  აღნიშნული ხელს შეუწყობს რესურსების მიმართვას პროდუქტიულ დარგებში, სტიმულს მიცემს დანაზოგების აკუმულირებას და შესაბამისად ინვესტიციების დაფინანსების უფრო იაფ და პროგნოზირებად სახსრებს წარმოქმნის.  ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება ასევე წაახალისებს კომპანიების გამჭვირვალობისა და საერთაშორისო სააღრიცხვო სტანდარტებზე გადასვლას. აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეიმუშაოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების გამართული და მკაფიო საკანონდებლო ბაზა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან თანამშრომლობას და დანაზოგების სტიმულირებას.

 

ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა:

მაკროეკონომიკური სტაბილურობა წარმოადგენს  ეკონომიკური განვითარების საფუძველს.გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს სტაბილურიმაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებაზე, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკისმიმართ ნდობის ამაღლებას. აღნიშნული აისახება მოკლევადიან და გრძელვადიან ბიზნესგადაწყვეტილებებში,  საბოლოოდ კი                                     დასაქმებასა და  ეკონომიკურ ზრდაში. მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სახელმწიფო ვალის მდგრადობა, ბიუჯეტის დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, ერთნიშნა ინფლაცია, თავისუფლად მცურავი სავალუტო კურსი. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა ორიენტირებული იყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისაკენ. რისთვისაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დიფერენცირებული მოგების გადსახადის დაწესება (პრიორიტეტული) დარგების მიხედვით. აღნიშნული ხელს შეუწყობს სასურველი დარგების განვითარებას ქვეყანაში, რაც თავისმხრივ ექსპორტის სტიმულირებასაც მოახდენს.

 

ენერგეტიკა

საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, რომლის გონივრული გამოყენება წარმოადგენს სახელმწიფოს ამოცანას. ენერგეტიკული სექტორის პოლიტიკის საფუძველი უნდა იყოს ენერგიის იმპორტის შემცირება და წარმოების ენერგოდამზოგველი ღონისძიებების სტიმულირება. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ქვეყნის მასშტაბით ინდუსტრიული, ტურისტული და სოფლის მეურნეობის ცენტრების ენერგიის უწყვეტი წყაროებით შეუფერხებელ მომარაგებას. ამისათვის უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების წახალისება და ენერგეტიკული პროექტების ხელშეწყობა. ამასთან, სახელმწიფომ მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა გაამახვილოს ყურადღება უსაფრთხო ენერგეტიკული პროექტების შერჩევაზე, რათა არ მოხდეს ეკოლოგიური კატაკლიზმები და დაცული იყოს როგორც ამჟამინდელი, ისე მომავალი თაობების უსაფრთხოება. სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს ენერგიის ტარიფის დადგენის გამჭვირვალე და სამართლიანი პრაქტიკის დანერგვა და დაცვა.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმყოფომ წამყვანი ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქვეყნის ენერგეტიკული და ზოგადად ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე გარკვეულ შემთხვევებში შეინარჩუნოს ენერგეტიკის სფეროში მესაკუთრის ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში თავად გახდეს ეკონომიკური აქტორი ენერგეტიკული ობექტების ინვესტირების და კომპანიების მართვის პროცესში მონაწილეობის გზით.

 

მრეწველობა

საქართველოში წარმოებულ პროდუქციას აქვს დაბალი დამატებული ღირებულება და მრეწველობის დარგებიდან განვითარებულია მხოლოდ გადამამუშავებელი წარმოება, რომელიც მიმართულია ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაზე. მრეწველობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ინოვაციური პოტენციალის განვითარება, რაც მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევის საწინდარია. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომელმაც სხვადასხვა ინსტრუმენტებით შესაძლებელია წაახალისოს და განავითაროს კერძო სექტორის მიერ ინოვაციების დანერგვა. ინოვაციების წასახალისებლად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოიყენოს საგადასახადო შეღავათები, კვლევების ჩატარების ხელშეწყობა, არსებული ინტელექტუალური პოტენციალის ეფექტური მართვა და მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარება.

ამასთან ერთად მრეწველობის ტრადიციულ დარგებში მნიშვნელოვანია მოხდეს სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ ერთობლივი მუშაობის შედეგად, აკადემიური და ბიზნეს სექტორების ერთმანეთთან დაკავშირების ხელშეწყობით, სამუშაო ძალის პროფესიონალიზმის ამაღლებით, ენერგოდამზოგველი წარმოების ტექნოლოგიის დანერგვის სტიმულირებით და გასაღების ბაზრების მოძიებაში დახმარებით.  

 

სოფლის მეურნეობა

ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური ზრდის ტემპების მიუხედავად, იგი პრაქტიკულად არ ასახულა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რომელიც კვლავ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული დარგია და რომელშიც მწარმოებლურობის ზრდის ყველაზე დიდი აუთვისებელი პოტენციალია.

დღეისთვის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი. თუმცა, ამ დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება, დარგის პროდუქტიულობა და მომგებიანობის დონე დაბალია, რაც ხელს უშლის დარგის კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი დონე სოფლად სიღარიბის მასშტაბებსა და სიმწვავეში აისახება. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულობა სოციალური პრობლემების აღმოფხვრასთან ერთად ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, რაც ასევე აისახება მომიჯნავე დარგების კონკურენტუნარიანობაზე.

სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნის ამაღლება/გავრცელება, სასოფლო-სამეურნეო მიწისა და კაპიტალის ბაზრის განვითარება, სამელიორაციო და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმ იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით, რომლის  კონკურენტუნარიანი წარმოება შესაძლებელია საქართველოში არსებული ნიადაგის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით,  დარგის განვითარების ინსტიტუციონალური ჩარჩოს შემუშავება, შეღავათიანი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება და უცხოური ბაზრების გახსნისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 

საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები

ქვეყნის ეკონომიკური განითარების მნიშვნელოვანი ნაწილია საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ეფექტურად გამოიყენოს მისი უნიკალური გეორგაფიული მდებარეობა, შეინარჩუნოს და განამტკიცოს როგორც მისი სატრანზიტო ფუნქცია, ასევე განავითაროს ქვეყნის რეგიონულ სავაჭრო ცენტრად გადაქცევის პერსპექტივა.

მნიშვნელოვანია, ქვეყნის გეო-ეკონომიკური მდებარეობა ასევე უზურველყოფილ იქნას უსაფრთხო და სტაბილური ბიზნეს გარემოთი, რათა საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეგიონალური ეკონომიკური პროექტები, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ასევე ენერგო რესურსების ტრანსპორტირების კუთხით, რაც აუცილებელია სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განსამტკიცებლად.

რეგიონულ სავაჭრო ცენტრად გარდაქმნისათვის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობით. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხარისხი იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, და მოხდეს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობა, ექსპორტის სტიმულირება და ბიზნესის კეთებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/განვითარება.

რეგიონულ სავაჭრო ცენტრად გარდაქმნა, მოიაზრებს რომ საქართველო გახდება მიმზიდველი ადგილი საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის, რაც ექსპორტის სტიმულირებას შეუწყობს ხელს, აგრეთვე მოქნილი ბიზნეს გარემო დააინტერესებს რეგიონის მასშტაბით მოქმედ კომპანიებს საქათველოში განახორციელონ თავისი ეკონომიკური აქტივობები.  ამავდროულად, რეგიონის მასშტაბით კონკურენტუნარიანობის და მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად და აგრეთვე გლობალურ დონეზე საქართველოს ცნობადობისა და მიმზიდველობისათვის, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში (ბიზნესის კეთების სიმარტივე, ადამიანური განვითარების ინდექსი და სხვ.) საქართველოს წამყვანი პოზიციები.

ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების არეალის გაფართოება და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თანმიმდევრული და ეფექტიან განხორციელებაზე.

 

ტურიზი

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ტურიზმის სექტორის კვლავაც აუთვისებელი  პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესში სამუშაო ადგილების შექმნის, სოფლის მეურნეობის განვითარების და საქართველოს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების ამოცანებს ესადაგება.

 

შრომის ბაზარი და შრომითი უფლებები

გამომდინარე იქიდან, რომ უმუშევრობა დღეისათვის ქართული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც ყველა სოციალურ ჯგუფს მეტ ნაკელბად თანაბარი სიმწვავით ეხება, ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაა. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი მექნიზმი რა თქმა უნდა გადის ეკონომიკის განვითარებაზე, თუმცა ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის ბაზრის ეფექტურ ფუნქციონირებას. მოცემული რეალობის სრული და ხარისხიანი ანალიზი, ისევე როგორც შრომის ბაზრის კონიუქტურის ცოდნა, საშუალებას მოგვცემს განისაზღვროს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები იმისათვის, რომ ეკონომიკურმა ზრდამ სრულად და ეფექტურად უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნილებებს. აუცილებელია თანმიმდევრულად განხორციელდეს შრომის ბაზრის ფართომასშტაბიანი კვლევები, იმისათვის რომ შეიქმნას მეტ-ნაკლებად სრულყოფილი სურათი ბაზარზე სამუშაო ძალის არსებულ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, რაც ასევე გახდება საფუძველი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, გამოვლენილ დეფიციტურ სპეციალობებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების და/ან საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსების.

უაღრესად ნიშვნელოვანია პროფესიული მომზადების სისტემის გაძლიერება, ბიზნესის, აკადემიური და საჯარო სექტორის ერთმანეთთან დაკავშირება, რათა მიღწეული იქნას საჭირო პროფესიული კადრების ადგილობრივი შრომითი ბაზრით უზრუნვლყოფა.

შრომის ბაზრის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის აქტიური და პასიური პოლიტიკის პროგრამების სწორად შერჩევა, დაგეგმვა და განხორციელება. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის პროგრამებიდან საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით განსაკუთრებულად საყურადღებოა მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება სამუშაოს მაძიებელთათვის, სუბსიდირებული დასაქმება, საზოგადოებივი სამუშაოები ე.წ. Public works.

პასიური პოლიტიკის პროგრამებიდან აღსანიშნავია უმუშევრობის შემწეობის საკითხის დაყენება, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისიწნებელია ქვეყნის ეკონომიკური  მდგომარეობა და პროგრამის მოყვანა თანხვედრაში ეკონომიკის განვთარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან.

დასაქმების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებული არა მარტო სამუშაო ადგილით იყოს უზრუნველყოფილი, არამედ ამავდროულად, მისი როგორც დასაქმებულის უფლებები იყოს მკაცრად დაცული, ხოლო საქმიანობის შედეგად ის საკუთარი შრომის შესაბამის ანაზღაურებას იღებდეს რაც მას ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით აუცილებელია მოხდეს შრომისა და დასაქმების სფეროში არსებული კანონმდებლობის გადახედვა-გაუმჯობესება და ახალი საკანონმდებლო აქტების შემუშავება. გარდა ამისა არსებული რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების შესაბამისად შეიქმნას შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც დაიცავს დამსაქმებულთა უფლებებს ჰქონდეთ უსაფრთხო და შესაფარისი სამუშაო გარემო და სამუშაო პირობები, ასევე ზედამხეველობას გაწევს რომ  დაცული იყოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული სხვა უფლებები.

შრომის ბაზრის რეგულირების კუთხით ასევე აუცილებელია შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მიგრანტი მუშაკების უფლებების განსაზღვრა და დაცვა, აუცილებელია დაბრუნებულ მიგრანტთა დასაქმების ხელშეწყობა, რათა მოხდეს მათი სრული რეინტეგრაცია საზოგადოებაში. მიგრანტი მუშაკები დიდ გავლენას ახდენენ, სამუშაო ძალის ფორმირებაზე, შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებზე, მოთხოვა-მიწოდების ბალანსსა და ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე.

ორგანიზაცია საქართველოს პროგრესული ფორუმი მხარს უჭერს ტრიპარტიზმის პრინციპზე დამყარებულ სოციალური დიალოგის განვითარებას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს, სამსაქმებლისა და დასაქმებულთა თანამშრომლობას, იმისათვის რომ ურთიერთშეთანხმებით შემუშავდეს  მხარეებს შორის თანამშრომლობის ფორმები. აღნიშნული სოციალური დიალოგის მეშვეობით თითოეული უზრუნველყოფილი იქნება დასაქმებულისთვის ღირსეული სამუშაო პირობებით და ამავდროულად გათვალისწინებული იქნება დამსაქმებელთა ინტერესებიც. ესეთი ურთიერთ მისაღები თანამშრმლობა, რომლის გარანტიც სახელმწიფოა, უზრუნველყოფს ქვეყანაში სოციალური მშვიდობის განმტკიცებას.

 

საპენსიო სისტემა

სოციალური სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს პენსიონერთა მატერიალური უზრუნველყოფა. ამჟამად არსებული საპენსიო სისტემა მოსახლეობას ფაქტიურად არანაირად არ უზრუნველყოფს საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრების პირობებს და პენსიონრებს მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აყენებს. ორგანიზაცია მხარს უჭერს ისეთ სოციალური პოლიტიკის სადაც; თოთოეული პენსიონერი მიიღებს მისთვის გათვალისწინებულ პენსიას სამუშაო სტაჟისა და შრომითი წვლილის გათვალისწინებით, ხოლო მინიმალური პენსია შეუქმნის ღირსეული ცხოვრების პირობებს.

დღეისათვის, დაბალი გადასახადების პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას დასაქმებულებიდან მოახდინოს საპენსიო მიზნებისათვის საჭირო დაფინანსების მოცულობის აკუმულირება. შესაბამისად, მიგვაჩნია რომ საპენსიო სისტემის დაგროვების პრინციპზე გადაყვანით შესაძლებლობა გაჩნდება როგორც არსებული საპენსიო ვალდებულებების მოსახლეობის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის, ასევე სამომავლოდ შექმნის სტაბილურ და ეფექტური საპენსიო პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობებს.

 

მიზნობრივი სოციალური პროგრამები

ორგანიზაცია პროგრესული ფორუმი სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვან ამოცანად განიხილავს მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისათვის მიზნობრივი სოციალური პროგრამების განხორციელებას. სახელომწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და სტიმულირება; დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია; ომის ვეტერანთა დაინვალიდთა, ყოფილ პატიმართა სოციალური ადაპტაცია და რეაბილიტაცია;  მზრუნველობასმოკლებულ ბავშვთა სახლების და სკოლაინტერნატების, ხანდაზმულთა  სახლების,უსახლკაროთა თავშესაფრების, შეზღუდული შესაძლებლობების მხარდაჭერის პრგრამების განხორციელება.

 

გარემოს დაცვა

საქართველოს მდგრადი განვითარების უზრუნვეყოფისათვის უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვითი პოლიტიკის სათანადოდ  ინტეგრირება ეკონომიკური განვითარების კონცეფციე