ჯანდაცვა

 

საქართველოს პროგრესული ფორუმი მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობა წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და სახელმწიფო ვალდებულია თითოეული მოქალაქე უზრუნველყოს ეფექტური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით. ამიტომაც, ორგანიზაცია თვლის, რომ აუცილებელი იყო ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება და საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპებზე დაყრდნობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისცინებით, ხარისხიანი და ხელმისაწვრომი სისტემის შექმნა, რომლის ძირითადი ამოცანებიც იქნებოდა სამედიცინო მომსახურებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მიღწევა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პაციენტის უფლებების დაცვა,  დაავადებათა პრევენცია, ეპიდემიებსა და კატასტროფების რისკების და მათზე საპასუხო რეაგირებისადმი მზადყოფნა, ჯანდაცვის  მართვის სისტემების სრულყოფა და სექტორის სრული მოდერნიზაცია.

 

ხარისხიანი ჯანდაცვა

ჯანდაცვის სისტემის უპირველესი ამოცანა დაავადებათა პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა, რაც განაპირობებს როგორც დაავადებათა თავიდან აცილებას ასევე ადრეულ სტატიებში დაავადებათა გამოვლენას და მათ ეფექტურ მკურნალობას. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჯანდაცვის სიტემის განვითარებას, კერძოდ სოფლის ექიმისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტების მატერიალურ თექნიკურ მხარდაჭერას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს სამთავრობო და სხვა უწყებებს შორის თანამშრომობისა და საქმიანობის კოორდინაციის განვითარება დაავადებების პრევენციის, საგზაო ტრავმატიზმის, სურსათის უვნებლობის, გარემოს დაბინძურების და სხვა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. 

 

პირველადი ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოქალაქეთა დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამისათვის აუცილებელია განისაზღვროს პირველადი ჯანდაცვის პერსონალის კომპეტენციების, მოვალეობებისა და მომსახურების სახეობები. პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიების საქმიანობამ უნდა მოიცვას ისეთი მიმართულებები, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ქრონიკული დაავადებების მართვა, დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ხანდაზმულთა პირველადი სამედიცინო მომსახურება, სტატისტიკის წარმოება და სხვა.

 

მიგვაჩნია, რომ ექიმების გადამზადება ევროკავშირის სტანდარტების საფუძველზე შექმნილი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. ამისთვის უნდა შეიქმნას და დეტალურად გიწეროს სამედიცინო და სხვა დამხმარე პროფესიების პროფესიული სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც უნდა შეიქმნას სამედიცინო განათლებისა და გადამზადების პროგრამები, განახლდეს სასერტიფიკაციო პირობები, რაც შედეგად აამაღლებს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის დონე. ასევე, მტკიცებულებებზე დამყარებული (Evidence Based) სამედიცინო პრაქტიკის უზრუნველყოფით, რაც გულისხმობს დიაგნოზისა და მკურნალობის მეთოდების განსაზღვრას გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და სამედიცინო მომსახურებების ხარისხის კონტროლი.

 

მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტების (ლიცენზიები, რეგულაციები და სხვა)  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა. ხარისხის საერთაშორისო სისტემების დანერგვას და ქართულ კანონმდებლობასთან ეტაპობრივი ჰარმონიზაციას მნიშვნელოვან შეუწყობს ხელს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. სახელმწიფოს მიერ შემოწმებული სამედიცინო დაწესებულებების ანგარიშების ანალიზით, ხარისხის მუდმივი კვლევისა და გაზომვის პირობებში პერიოდულად უნდა განახლდეს მარეგულირებელი სტანდარტებიც.

 

ასევე მნიშვნელოვანია განხორციელდეს სამედიცინო მომსახურების მართვის სისტემების მოდერნიზაცია და ოპტიმიზაცია თანამედროვე მართვის ინსტრუმენტების დანერგვით, რაც გაზრდის  სამედიცინო პერსონალის შემოსავალს და  გააუმჯობესებს საავადმყოფოს ფინანსურ მდგრადობას. სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის განახლებით უნდა მოხდეს  მერიტოკრატიაზე და კარიერულ სისტემაზე დაფუძნებული მუშაობის პრინციპების შემოღება. ასევე უნდა შეიცვალოს სამედიცინო პერსონალის შორმის ანაზღაურების წესები, რომლის მიხედვითაც პერსონალის კვალიფიკაცია და განათლება აისახება მათ სახელფასო განაკვეთზე. 

 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პაციენტთა უფლებების დაცვას. სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღება, რაც სამედიცინო  შეცდომის დროს ფინანსურად პასუხსიმგებელთა განსაზღვრას გულისხმობს, და მედიაციის სამსახურის როლის გაზრდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პაციენტთა უფლებების დაცვას.  

 

აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს სამედიცინო-სამეცნიერო დარგის განვითარებაზე  მეცნიერული სკოლებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელშეწყობაის გზით. მნიშვნელოვანია მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული სამედიცინო მეცნიერების აღდგენა. 

 

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა

ჯანდაცვის სისტემის ეფექტური და გამართული ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებული მნიშნვნელბა ენიჭება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტალური ქსელის ფუნქციონირებას, რომელიც კერძო  და სახელმწიფო სექტორის ინტენსიური თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს.

 

სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კერძო კომპანიების სახელმწიფო ორგანიზაციებთან პარტნირობის გზით, განხორციელდეს ჰოსპიტალების გარდაქმნა მაღალტექნოლოგიურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრებად.

 

მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქნას პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთვის თანამედროვე ინვენტარით და აპრატურით აუცილებელი ინფრასტრუქტურა.   მნიშვნელოვანია რომ პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდების დაგეგმვა მოხდეს სამიზნე მოსახლეობასთან მიმართებაში, შესაბამისად გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსახლეობის გეოგრაფიული, ფინანსური და პროფესიული ფაქტორებიც. აღნიშნული სეგმენტის განვითარება უნდა განხორციელდეს სოფლისა და თემის დონეზე შექმნილი ამბულატირიული ცენტრებით, სადაც სოფლის ექიმისა და ექთნის/ბებიაქალის გუნდები ადგილობრივ მოსახლეობას საბაზისო სამედიცინო მომსახურებას მიაწვდიან.

 

ჯანდასვის სისტემის გაუნჯობესების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას. აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას  მიმწოდებელი ინფრასტრუქტურის პერიოდული განახლების და  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვის მხარდაჭერა. განსაკუთრებით მოწყვლად. და ძნელად მისადგომ რეგინონებში სასწრაფო სამედიცინო მომსახურება უნდა განხირცოელდეს სახლემწიფოს აქტიური მონაწილეობით.

 

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა

ორგანიზაციის ფუნდამენტური პრიციპებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ  მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქის უზრუნველყოფა  საყოველთაო ხელმისაწვდომი ჯანდაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ გეოგრაფიული ისე ფინანსური ხელმისაწვდომობის ფაქტორების გათვაისწინება.

 

ჯანდაცვის სისტემის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია განოხრციელდეს ჰოსპიტალური და ამბულატორიული ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაფართოება, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემის და გადაუდებელი  სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს დროულად უზრუნველყოთ მოსახლეობა სამედიცინო მომსახურებით.

 

ფორუმი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისას მოქალაქეთა ფინანსური ტვირთისაგან განთავისუფლება უნდა განხორციელდეს საყოველთაო სავალდებულო დაზღვევის პროგრამის შემოღების მეშვეობით. დაზღვევის სავალდებულოობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, და სარეგულაციო ინსტურმენტების გამოყენებით ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის ფასის დარეგულირებას და მოსახლეობის მატერიალურ შესაძლებლობებთან დაახლოებას უნდა შეუწყობს ხელს. თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვანია რომ მოქალქეები იყვნენ თავისუფლები როგორც  სადაზღვევო კომპანიის ისე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის არჩევანში, რაც აუცილებელია კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის გარემოს ჩამოყალიბებისათვის.

 

მნიშვნელოვანია საჭიროებაში მყოფი ადამიანებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდაც. საყოველთაო სავალდებულო დაზღვევის პირობებში ექიმის რეცეპტის საფუძველზე გამოწერილი წამლის ხარჯების მნიშვნელოვანწილად სადაზღვევო პოლისისი ფარგლებში უნდა ანაზღაურდეს, ხოლო მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილი სრულად უნდა იქნეს მედიკამენტებით უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან. 

 

განათლება და მეცნიერება

 

სოციალ-დემოკრატიული ღირებულებებიდან გამომდინარე საქართველოს პროგრესული ფორუმისათვის პრიორიტეტულია ქვეყანაში ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ფორმირება, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. თანაბრად ხელმისაწვდომი განათლება შესაძლებლობას აძლევს ადამიანს ჩამოყალიბდეს თავისუფალ და დამოუკიდებელ მოქალაქედ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში. განათლება განვითრების ფუნდამენტური ფაქტორია და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების გარეშე  შეუძლებელია მდგრადი ეკონომიკური განვითრების მიღწევა. მხოლოდ ძლიერი და სოციალურად სამართლიანი საგანმანათლებლო სისტემის პირობებშია შესაძლებელი ქვეყანაში არსებული სოციალური, კულტურული და ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრა. აღსანიშნავია, რომ განათლებულ საზოგადოებაში მაღალია სამოქალაქო თვითშეგნება. ქვეყანაში უნდა შეიქმნას საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას განათლების ყველა საფეხურზე (ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი).

 

ზოგადი განათლება

ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია ხარისხიანი და თანაბრად ხელმისაწვდომი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ფორმირება. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლის მართვაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაზრდა, დემოკრატიზაცია და გამჭვირვალობა.  დაინტერესებული მხარეების ჩართულობით (მშობლები, მასწავლებლები, საზოგადოება) ფოკუსირება ხდება სკოლების ინდივიდუალური საჭიროებების გადაწყვეტაზე, რაც სისტემას უფრო ეფექტურს ხდის.

 

თანამედროვე და ხარისხიანი ზოგადი განათლების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სასკოლო ლაბორატორიებით აღჭურვა, როგორც ქალაქში ასევე, სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში. ასევე ცენტრალური საკითხია სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული და ინკლუზიური გარემოს შექმნა.

 

ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტორია მასწაველბელთა კვალიფიკაცია. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი აქტივობების განხორციელება, მათ შორის მასწავლებლებისთვის თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიების, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის სტრატეგიების და სხვა მნიშვნელოვან საკითხების მუდმივი გაცნობა. ასევე მასწავლებლების განათლების ხელშეწყობა და ახალი თაობის პედაგოგოების მოზიდვა. ამას გარდა, მნიშვნელოვანია სკოლების ხელმძღვანელების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ შეძლონ სკოლაში ეფექტური შიდა სისტემის დანერგვა და მართვა.  

 

ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ეფექტურობის გასაზომად და გასაზრდელად მნიშვნელოვანია ობიექტური კრიტერიუმების შემუშავება და ამაზე დაყრდნობით მათი სისტემური შეფასება. შეფასება სკოლებში არსებული პრობლემების  იდენტიფიცირების საშუალებას და ამის მიხედვით სკოლებისთვის საჭიროების შესაბამისი დახმარების  გაწევის და დაფინანსების (need-based funding) გამოყოფის საშუალებას იძლევა, რათა სკოლებს მიეცეთ სირთულეების გადალახვისა და კონკურენტუნარიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებად გარდაქმნის საშუალება. ასევე უნდა მოხდეს წარმატებული სკოლების გამოცდილების იდენტიფიცირება და ამ სკოლების წახალისება.

 

ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის შესაფასებლად მნიშვნელოვანია საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა, რაც საქართველოში არსებული ზოგადი განმანათლების დონის სხვა ქვეყნებთან შედარების საშუალებას იძლევა, ასევე შესაძლებელს ხდის წლების განმავლობაში ქვეყნანაში ზოგადი განათლების დონის ცვლილების დადგენას.

 

პროფესიული განათლება

პროფესიული განათლების განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ის პოზიტიურ გავლენას ახდენს ისეთ პრობლემატურ საკითხებზე, როგორიცაა უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევა. პროფესიული განათლება დასაქმების და თვითდასაქმების შესაძლებლობას და პერსპექტივას ქმნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებსაც წარსულში ამის საშუალება არ ჰქონდათ (სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლადი ნაწილისთვის).

 

სახელმწიფომ პროფესიული განათლების დაფინანსების ეფექტური მექანიზმების შექმნით უდნა უზრუნველყოს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ყველა ფენისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების (დამსაქმებლები, პროფესიული გავშირები) ჩართულობა პროფესიული განათლების განვითარებაში.

 

პროფესიული განათლების განვითარებისთვის აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითრების და პროფესიული პრაქტიკისთვის ტექნოლოგიებით აღჭურვის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, უნდა შეიქმნას ინკლუზიური გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის.  ასევე მნიშვნელოვანია კვალიფიციური და გამოცდილი მასწავლებლების მოზიდვა და გადამზადება თანამედროვე სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად.

 

ეფექტური პროფესიული განათლების სისტემის შესაქმნელად აუცილებელია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამასთან ერთდ, მნიშვნელოვანია პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობა და დამსაქმებლების მოტივირება, რათა მათ წვლილი შეიტანონ პროფესიული განათლების განვითრებაში. მნიშვნელოვანია დამსამქებლებისგან უკუკავშირის მიღება, რათა პროფესიული პროგრამები მუდმივად შესაბამისობაში იყოს დამსაქმებლების მოთხოვნებთან.

 

მნიშვნელოვანი პროფესიული კვალიფიკაციების მინიჭების მექანიზმების დახვეწა და მათი ევროპულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობა, რაც კურსდამთავრებულებს არა მხოლოდ ქართულ არამედ ევროპულ სამუშაო ბაზარზე დასაქმების საშუალებას მისცემს. ასევე მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების აღიარების სისტმის განვითარება. 

 

უმაღლესი განათლება და მეცნიერება

ძლიერი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა და მეცნიერების განვითრება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის საფუძველია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები  კრიტიკულ როლს ასრულებენ ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ინდივიდუალური თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში. უმაღლესი განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს ევროპული სტანდარტების შესაბამის განათლება, მუდმივად იზრუნოს მისი ხარისხის განვითარებაზე და მოიპოვოს საერთაშორისო ნდობა. უმაღლესმა განათლებამ უნდა შეძლოს ლოკალურ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების მომზადება. ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ადამიუანური კაპიტალის შესაქმნელად მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და დაფინანსების ეფექტური მექანიზმების შექმნა.

 

უმაღლესი განათლების განვითრების მნიშვნელოვანი კომპონენტებია ავტონომიისა და აკადემიური თვისუფლების უზრუნველყოფა. აუცილებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობის (leadership) ეფექტურობის ზრდის და კვალიფიციური აკადემიური და დამხმარე პერსონალის მოსაზიდად გამჭვირვალე მექანიზმების  შექმნის ხელშეწყობა. კვალიფიციური და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული აკადემიური პერსონალი  ხარისხიანი უმაღლესი განათლების ძირითადი და ამავდროულად პრობლემატური ფაქტორია, ამიტომ მნიშვნელოვანია აკადემიური  პერსონალის განვითარების პროგრამების შექმნა და მათი ხელშეწყობა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო საქმიანობაში.

 

მნიშვნელოვანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურით და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა. დღეისათვის განსაკუთრებით პრობლემატურია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონდე სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში  ინკლუზიური  სასწავლო გარემოს შექმნა.

 

ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების სისტემის შექმნა. ამისთვის საჭიროა განათლების ხარისხის განვითრებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დახვეწა, და ამასთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შიდა ხარისხის განვითრების მექანიზმების განვითრებასა და დანერგვაში ხელშეწყობა.

 

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში კონკურენტუნარიანობის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად აუცილებელია სწავლისა და კვლევის ეფექტური ინტეგრირება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის კულტურის განვითრება. კვლევა და სამეცნიერო საქმიანობა ქვეყნისთვის უნდა გახდეს პრიორიტეტი და გაიზარდოს სამეცნიერო სფეროს დაფინანსება. ასევე პრიორიტეტად უნდა იქცეს ახალგაზრდების მოზიდვა და ჩრთვა სამეცნიერო საქმიანობაში.