საქართველოს პროგრესული ფორუმი აცხადებს კონკურსს პროექტის მენეჯმენტისა და სტრატეგიული დაგეგმვის ტრენერის შესარჩევად.

 

წინაპირობა: 

2017 წლის თებერვალში ფორუმი გეგმავს ზამთრის სკოლის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის ტრენერები და პროექტის მართვის ჯგუფის წევრები, ამასთანავე ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვით დაინტერესებული ახალგაზრდები, ჯამში 25 ადამიანი. სკოლის ძირითადი მიზანია ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენა და მის ფარგლებში  სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. სკოლა ოთხ დღეს გასტანს და შედგება ორი სასემინარო მოდულისგან: 1. ტრენინგების ჩატარების ინოვაციური მეთოდები (ხანგრძლივობა 2.5 დღე)  და 2. პროექტის მენეჯმენტი და სტრატეგიული დაგეგმვა (ხანგრძლივობა 1.5 დღე)

 

სამუშაოს აღწერილობა:  მოწვეულმა ექსპერტმა უნდა ჩაატაროს ტრენინგი პროექტის მენეჯმენტისა და სტატეგიული დაგეგმვის თემატიკაზე. ტრენინგი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

  • საპროექტო წინადადების მომზადება
  • პროექის სამუშაო გეგმის შედგენა და ბიუჯეტის მომზადება
  • გარემოს ანალიზი
  • აქტივობების მონიტორინგი და შეფასება
  • ფონდების მოძიება  
  • ორგანიზაციის სტატეგიული განვითარების გეგმის შედგენა და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 25 ადამიანი.

მონაწილეთა ერთი ნაწილი იქნება  პროექტის მენეჯმენტში გამოცდილების არმქონე ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვა, ხოლო მეორე ნაწილი - საქართველოს პოგრესული ფორუმის წევრები, რომლებთაც გააჩნიათ პროექტების დაგეგმვა-განხორციელების გამოცდილება და ამ მიმართულებით სურთ ცოდნის გაღრმავება და საკუთარი გამოცდიების გაზიარება.

 

ტრენინგის ჩატარების დრო და ხანგრძლივობა: ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია 2017 წლის თებერვლის მეორე ნახევარში. ტრენინგი  გასტანს დღე-ნახევარს.

 

ტრენინგის ჩატარების ადგილი: ზამთრის სკოლა, რომლის ფარგლებშიც ტარდება აღნიშნული ტრენინგი, იქნება გასვლითი ანუ ჩატარდება თბილისს გარეთ. ადგილმდებარეობა დაზუსტდება.

  • ტრენერის გამგზავრება და სასტუმროში განთავსება იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს პროგრესული ფორუმის მიერ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • პროექტის მენეჯმენტისა და სტატეგიული დაგეგმვის მიმართულებით  ტრენინგების ჩატარების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.

 

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • რეზიუმე;
  • ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული მსგავსი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია საერთაშორის პროექტებში მონაწილეობის, საერთაშორისო ფონდებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ;
  • პროექტის მენეჯმენტის თემატიკაზე შემოთავაზებული დღე-ნახევრიანი ტრენინგის პროგრამის სამუსაო ვერსია, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს სამუშაო აღწერილობაში ჩამოთვლილ თემებს.  
  • ინფორმაცია მოთხოვნილი ჰონორარის შესახებ.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ დასახელებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ-ფოსტაზე: info@progressive.ge  გთხოვთ, subject-ში მიუთითეთ “Application for Tender.”

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2017 წლის 22 იანვარი