განახლებული შრომის კოდექსი სამუშაო საათების ახალ პირობებს ითვალისწინებს:

კანონის თანახმად, კვირის განმავლობაში სამუშაო საათების რაოდენობა 40-ს არ უნდა აღემატებოდეს. სამუშაო დღეებს ან ცვლებს შორის დასვენების დრო კი 12 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში სამუშაო დრო 6 საათს აღემატება, შესვენების დროის ხანგრძლივობა სულ მცირე 60 წუთია.

ქალებს, ერთ წლამდე ბავშვის კვებისათვის, ლაქტაციის დროს, უფლება აქვთ ისარგებლონ დამატებით ერთ საათიანი შესვენებით.

 ნამუშევარი საათების აღრიცხვა და დასაქმებულისთვის გაცნობა სავალდებულოა ყოველთვიური დოკუმენტით.

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: შრომის ლექსიკონი • Labour Dictionary

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაუკავშირდით შრომის ინსპექციას:

ელ. ფოსტა: infolio@moh.gov.ge

ცხელი ხაზი: 15-05