პროგრესული იდეების სკოლა 2015 

პროგრესული იდეების სკოლა 2015 წარმოაგენდა სამეტაპიან საგანმანათლებლო პროექტს სოციალ-დემოკრატიის თემატიკაზე.  

პროექტის სამინარზე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს 18-30 წლამდე ახალგზარდები, სტუდენტები, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალები.

 

პირველი ეტაპი: 

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა სემინარებს სოციალ-დემოკრატიის ისტორიისა და საფუძვლების თემაზე. 2014 წლისაგან განსხვავებით, ამჯერად პროექტის პირველი ეტაპი ჩატარდა ორ ნაკადად ბაკურიაში და მასში მონაწილეობა მიიღო ერთდროულად რამდენიმე ათეულმა ახლგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. თითო ნაკადში მონაწილეობდა 75-მდე ახალგაზრდა ანუ ჯამში პირველი ეტაპის სემინარები გაიარა 150-მდე ახალგაზრდამ.

პირველ, ისევე როგორც მეორე ნაკადის დროს მიმდინარეობდა სამი პარალელური სემინარი იდენტური პროგრამით. გამომდინარე იქიდან რომ მონაწილეების როდენობა თითოეულ ჯერზე 75-ს აღწევდა, ისინი გადანაწილდნენ სამ  25 ადამიანიან ჯგუფში და ამ ფორმით, მცირე ჯგუფებში ჩაუტარდათ საბაზისო მოდულის სემინარები.

სემინარების თემატიკას წარმოადგენდა: 

  • სოციალ-დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებები;
  • იდეოლოგიების შედარება (ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალ-დემოკრატია); 
  • სოციალ-დემოკრატიის ისტორია; 
  • ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორია; 
  • თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის დღის წესრიგი.  

პირველი ეტაპის სემინარების დასრულების შემდეგ გამოცხადდა ესსეების კონკურსი, რომლის საფუძველზეც პროექტის მეორე ეტაპში მონაწილეობისათვის შეირჩა 25 ახალგაზრდა.  

 

მეორე ეტაპი: 

პროექტის მეორე ეტაპი მოიცავდა სიღრმისეულ სემინარებს სოციალ-დემოკრატიის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ.

სემინარის თემატიკას წარმოადგენდა:   

  • ეკონომიკური მოდელები და მათი შედარება (სმიტი, მარქსი, კეინსი);
  • კეთილდღეობის სახელმწიფო, მისი განვიტარება და კრიზისები;
  • სოციალ-ეკონომიკური მოდელები და მათი შედარება ქვეყნების მიხედვით;
  • პოლიტიკური აქტივიზმი:აქტორები, სისტემები და სტრატეგიები, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიზაცია;
  • თანასწორობის პოლიტიკა და სოციალ-დემოკრატიული მოდელები, სახვა იდეოლოგიებთან შედარება; 
  • მულტიკულტურაიზმი და დღევანდელობის გამოწვევეი. 

მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ  გამოცხადდა "Policy Brief"-ების კონკურსი, რის საფუძველზეც პროექტის მეორე ეტაპის მონაწილეებიდან შეირჩა ოთხი საუკეთესო ნაშრომის ავტორი.

 

მესამე ეტაპი 

პროექტის მესამე ეტაპი გულისხმობდა სასწავლო ტურს გერმანიაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პროექტის ოთხმა გამარჯვებულმა. გამარჯვებულები გაემგზავრნენ გერმანიაში, ბერლინში და ადგილზე გაეცნენ სოციალ-დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას.