საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ძირითადი მიმართულებები
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი სფეროები
სახელმწიფო ინსტიტუტების ხელშეწყობა
2023 წლამდე, პროგრესული ფორუმი მუშაობდა სახელმწიფო ინსტიტუტების მახრდაჭერის მიმართულებით, რათა ხელი შეეწყო ინსტიტუტების გაძლიერებისათვის. ორგანიზაცია თანამშრომლობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციის სამსახურთან. 2022 წელს, ფორუმის ექსპერტების ჩართულობით შრომის ინსპექციისთვის შეიქმნა ცხელი ხაზი და საკონსულტაციო ცენტრი.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
პროგრესული ფორუმი სხვადასხვა დროს ახორციელებს ადვოკატირების და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: დასაქმებულთა უფლებები და შრომის უსაფრთხოება, შრომის უფლებების აღსრულების მექანიზმები, პროგრესული სოციალური პოლიტიკა და საქართველოს ევროინტეგრაცია და ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა.
სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევა და რეკომენდაციები
პროგრესული ფორუმი აქტიურად მუშაობს კვლევითი მიმართულებით. სხვადასხვა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ფორუმი ახორციელებს კვლევებს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის, მათ შორის, შრომისა და დასაქმების, სოციალური დაცვის, შრომის უფლებებისა თუ შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სიღრმისეულ კვლევებზე დაყრდნობით, პროგრესული ფორუმი ამუშავებს პრაქტიკულ რეკომენდაციებსა თუ სახელმძღვანელოებს გადაწყვეტილების მიმღებთათვის, თუ სხვადასხვა დაინტერესებული მხარისათვის.
პროგრესული იდეების სკოლა
პოლიტიკური განათლება ორგანიზაციის თავდაპირველი და ერთ-ერთი მთავარი საქმიანობის სფეროა. ამ მიმართულებით პროგრესული ფორუმი ათი წელია მუშაობს. 2014 წლიდან მიმდინარეობს პროექტი პროგრესული იდეების სკოლა, რომლის ფარგლებშიც, ასობით დაინტერესებულმა ახალგაზრდამ გაიარა კურსები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კეთილდღეობის სახელმწიფო, სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები, ეკონომიკა და ძალაუფლება, ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები, პოლიტიკური კომუნიკაციები და სხვა.