საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩვენ შესახებ

“პროგრესული ფორუმი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულებაა პროგრესული იდეების, თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მხარდაჭერა. 

ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს პროგრესულ სოციალურ ცვლილებებს და სოლიდარული საზოგადოების იდეის პოპულარიზაციას, რაც ყველა ადამიანისთვის განვითარების თანაბარ შესაძლებლობას გულისხმობს. 

ორგანიზაცია 2014 წელს დაფუძნეს ადამიანებმა, რომლებიც იზიარებენ პროგრესულ იდეებს დასაკუთარი საქმიანობით, ხელს უწყობენ საზოგადოებაში მათ დამკვიდრებას.

 

“პროგრესული ფორუმის” საქმიანობის მთავარი მიმართულებებია:

·      პოლიტიკური განათლების ხელშეწყობა

·      სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევა

·      საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება

·      ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა.

 

“პროგრესული ფორუმის” მთავარი ღირებულებებია:

 

თავისუფლება 

ადამიანი არის ინდივიდი, თუმცა, ის საზოგადოების ნაწილიცაა - რაც ინდივიდებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას გულისხმობს. პიროვნების თავისუფლებასა და საერთო საზოგადოებრივ ინტერესებს შორის ბალანსის მოძებნა მნიშვნელოვანია. საერთო საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდის თავისუფლება, ასევე მისი სოციალური პასუხისმგებლობა.

 

თანასწორობა

საზოგადოება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპებს, სადაც თანაბარი შესაძლებლობებით უნდა სარგებლობდეს მისი თითოეული წევრი, სქესის, სექსუალური ორიენტაციის,რელიგიური აღმსარებლობის, ეთნიკური წარმომავლობის, ქონებრივი თუ წოდებრივი მდგომარეობისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად. საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს თანაბარი გავლენა სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში, რომელშიც ის ცხოვრობს. კანონის უზენაესობა, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, ყველასათვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს.

 

სოლიდარობა

საზოგადოება გაცილებით ეფექტურია, თუ ის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. სოლიდარობა გულისხმობს ურთიერთდახმარებისა და ურთიერთზრუნვის სისტემების შექმნასა და განვითარებას: სოლიდარულ საზოგადეობაში თითოეული ადამიანი ქმნის საზოგადოებრივ სიკეთესდა, ამავდროულად, პირადადაც მიიღებს სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური უფლებებისადა თავისუფლებების გარანტიებს.