საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პროექტები
პროგრესული იდეების სკოლა
ბიუჯეტი: 130 000 ლარი
ხანგრძლივობა: მაისი 2023 - ნოემბერი 2023
დონორი/პარტნიორი: ფრიდრიხ ოებერტის ფონდი, ოლოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრი.
პროექტის მიზანი: საქართველოს მოსახლეობაში, კერძოდ ახალგაზრდებში, პროგრესული პოლიტიკის დღისწესრიგის პოპულარიზაცია.
პროგრესული იდეების სკოლა წარმოადგენს პროგრესული ფორუმის ყველაზე ხანგრძლივ პროექტს, რომელიც ხორციელდება ყოველწლიურად 2014 წლიდან.
2023 წელს, სკოლის ფარგლებში განხორციელდა ორი სასემინარო მოდული:
სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები;
ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები.
სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები
საბაზისო მოდულის მიზანია ახალგაზრდებში სოციალ-დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია, ასევე მათი ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიებისა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ. მოდული მოიცავს შემდეგ თემატიკას:
სოციალ-დემოკრატიის ღირებულებები და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები;
სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები;
სოციალ-დემოკრატიის ისტორია საქართველოსა და მსოფლიოში;
არჩევითი მოდულები: ფემინისტური პოლიტიკა, შრომის პოლიტიკა, მწვანე პოლიტიკა.
საბაზისო მოდულის სემინარები ტარდება ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.
ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები
მოდულის მიზანია ქალთა უფლებების მხარდაჭერა შემდეგ საკითხებზე სემინარის მონაწილეების ცნობიერების ამაღლების გზით:
ქალთა მოძრაობების ისტორია;
ფემინიზმი და განსხვავება მემარცხენე და ლიბერალურ ფემინიზმს შორის;
ფემინისტური-სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა;
თანამედროვე ფემინიზმის დღის წესრიგი;
ფემინისტური პოლიტიკა საქართველოში.
ფემინიზმი და ქალთა მოძრაობების მოდულის ფარგლებში სემინარები ტარდება ოლოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით.
პროგრესული იდეების სკოლის ფარგლებში სესემინარო პროცესი დატვირთულია პრაქტიკული აქტივობებით. სამუშაო პროცესი მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს ეხმარება უკეთ გამოხატონ საკუთარი აზრი და აითვისონ მიღებული ცოდნა. თითოეული სემინარი ფასდება როგორც პროექტის გუნდის, ასევე მონაწილეების მხრიდან. შეფასებების საფუძველზე იგეგმება შესაბამისი ცვლილებები.
სკოლაში მონაწილეობისთვის ახალგაზრდები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე.
შრომის ლექსიკონი
„შრომის ლექსიკონის" მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, დასაქმებულთათვის და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. 
კამპანიის ფარგლებში განვაგრძობთ შრომის კოდექსის რეფორმის მიმდინარეობისას შექმნილი ფეისბუქ გვერდის გამოყენებას და ამ უმნიშვნელოვანესი პროცესისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
პროგრესული იდეების სკოლა
პროგრესული იდეების სკოლა წარმოაგენს საგანმანათლებლო პროექტს სოციალ- დემოკრატიის იდეოლოგიის თემატიკაზე.
პროექტის სამინარზე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს 18-30 წლამდე ახალგზარდები, სტუდენტები, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალები, ისინი ვისაც სურთ მიიღონ ინფორმაცია ან/და გაიღრმაონ ცოდნა იდეოლოგიების, კონკრეტულად სოციალ-დემოკრატიის შესახებ.