27-29 სექტემბერს ჩატარდა „პროგრესული იდეების სკოლის“ შემოდგომის სემინარები.
სკოლის მორიგ ნაკადში 30 ახალგაზრდას ვუმანსპინძლეთ. ორი სხვადასხვა ჯგუფი დაესწრო სემინარებს თემებზე:
კეთილდღეობის სახელმწიფო: სამართლიანობა, ეკონომიკა და ძალაუფლება;
სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები.
“პროგრესული იდეების სკოლა” ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.
პოლიტიკური განათლება "პროგრესული ფორუმის" თავდაპირველი და ერთ-ერთი მთავარი საქმიანობის სფეროა. ამ მიმართულებით პროგრესული ფორუმი ათი წელია მუშაობს. 2014 წლიდან მიმდინარეობს პროექტი პროგრესული იდეების სკოლა, რომლის ფარგლებშიც, ასობით დაინტერესებულმა ახალგაზრდამ გაიარა კურსები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კეთილდღეობის სახელმწიფო, სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები, ეკონომიკა და ძალაუფლება, ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები, პოლიტიკური კომუნიკაციები და სხვა.