საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ

პროგრესულმა ფორუმმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა-დისკუსია გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო კერძო სექტორისთვის ინფორმაციის გაზიარება გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირების, ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების და საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) მეთოდოლოგიური ინსტრუმენტის დანერგვის პერსპექტივის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა გენდერული სახელფასო სხვაობის პრობლემა და სამუშაო ადგილზე თანასწორი ანაზღაურების პრინციპის დარღვევის პრევენცია.

შეხვედრა გაიმართა პროექტის - „ღირსეული შრომის დღის წესრიგის ხელშეწყობა ქალებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ სექტორებში საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო და ავსტრიის განვითარების სააგენტო.