საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პროექტები
შრომის ლექსიკონი
პროგრესულმა ფორუმმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარა კამპანია „შრომის ლექსიკონი“. კამპანიის მიზანი იყო განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, დასაქმებულთათვის და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შრომის ლექსიკონი განმარტავს შრომით უფლებებთან დაკავშირებულ ტერმინებს, რომელიც საქართველოს ახალი შრომის კოდექსითაა გათვალისწინებული.  
კამპანიის მიზანი ასევე იყო შრომის ინსპექციის საქმიანობისა და როლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ხელი შეუწყო შრომით კულტურაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას. 
შრომის ლექსიკონი მომზადდა შემდეგი დონორებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერით და მათთან პარტნიორობით: USAID, PROLoG, Friedrich Ebert Stiftung, Norwegian Embassy, Solidarity Center. შრომის ინსპექცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
რელევანტური ბმულები:  
შრომის ლექსიკონი • Labour Dictionary
შრომის ლექსიკონი" | რა უნდა ვიცოდეთ შრომითი უფლებების შესახებ
შრომის რეფორმა | რა შეიცვალა და რა რჩება პრობლემად