საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტები

პროგრესული ფორუმის პოდკასტი

2024 წლიდან “პროგრესულმა ფორუმმა” წამოიწყო ახალი ინიციატივა — პროგრესული ფორუმის პოდკასტი, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს სიღრმისეულ დისკუსიებს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. პოდკასტი გადაიცემა ფორუმის იუთუბის არხზე და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პროგრესული ფორუმის მკვლევრები გვთავაზობენ დისკუსიებს შრომითი უფლებების, სოციალური და გარემოსდაცვითი პროტესტის, მედიის პასუხისმგებლობუს, ეკონომიკური ტრანსფორმაციისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  პოდკასტის ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო წინასაარჩევნო სერია, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს ფორუმმა მოიწვია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მათ წინასაარჩევნო პროგრამაში სოციალური და ეკონომიკური საკითხების შესახებ დისკუსიისთვის. 
დაწვრილებით

პროგრესული იდეების სკოლა

პროგრესული იდეების სკოლა წარმოადგენს პროგრესული ფორუმის ყველაზე ხანგრძლივ პროექტს, რომელიც ხორციელდება ყოველწლიურად 2014 წლიდან. დონორი/პარტნიორი: ფრიდრიხ ოებერტის ფონდი, ოლოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრი. პროექტის მიზანი: საქართველოს მოსახლეობაში, კერძოდ ახალგაზრდებში, პროგრესული პოლიტიკის დღისწესრიგის პოპულარიზაცია. ბოლო წლებში, სკოლის ფარგლებში, ძირითადად, ხორციელდება ორი სასემინარო მოდული: სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები; ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები.  საბაზისო მოდულის მიზანია ახალგაზრდებში სოციალ-დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია, ასევე მათი ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიებისა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ. მოდული მოიცავს შემდეგ თემატიკას: სოციალ-დემოკრატიის ღირებულებები და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები; სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები; სოციალ-დემოკრატიის ისტორია საქართველოსა და მსოფლიოში; არჩევითი მოდულები: ფემინისტური პოლიტიკა, შრომის პოლიტიკა, მწვანე პოლიტიკა. საბაზისო მოდულის სემინარები ტარდება ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები მოდულის მიზანია ქალთა უფლებების მხარდაჭერა შემდეგ საკითხებზე სემინარის მონაწილეების ცნობიერების ამაღლების გზით: ქალთა მოძრაობების ისტორია; ფემინიზმი და განსხვავება მემარცხენე და ლიბერალურ ფემინიზმს შორის; ფემინისტური-სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა; თანამედროვე ფემინიზმის დღის წესრიგი; ფემინისტური პოლიტიკა საქართველოში. ფემინიზმი და ქალთა მოძრაობების მოდულის ფარგლებში სემინარები ტარდება ოლოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით. პროგრესული იდეების სკოლის ფარგლებში სესემინარო პროცესი დატვირთულია პრაქტიკული აქტივობებით. სამუშაო პროცესი მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს ეხმარება უკეთ გამოხატონ საკუთარი აზრი და აითვისონ მიღებული ცოდნა. თითოეული სემინარი ფასდება როგორც პროექტის გუნდის, ასევე მონაწილეების მხრიდან. შეფასებების საფუძველზე იგეგმება შესაბამისი ცვლილებები. სკოლაში მონაწილეობისთვის ახალგაზრდები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე.  მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: პროგრესული იდეების სკოლის ვებგვერდს პროგრესული იდეების სკოლის ფეისბუკის გვერდს   პროგრესული იდეების სკოლის ინსტაგრამს  პროგრესული იდეების სკოლის ტიკტოკს  
დაწვრილებით

ღირსეული შრომის დღის წესრიგი

კვლევა მიზნად ისახავს შრომის უფლებების და შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და გამოწვევების იდენტიფიცირებას. კვლევამ მოიცვა როგორც მოქმედი საკანონმდებლობის შედარებითი ანალიზი შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე სამაგიდო კვლევისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე განხორციელდა არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება.
დაწვრილებით