საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მშრომელთა ძალის ანგარიში

პროგრესული ფორუმის კვლევითმა ცენტრმა მოამზადა “მშრომელთა ძალის ანგარიში 2024”. პუბლიკაცია მიმოიხილავს და აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებიც მშრომელთა ძალას - მათ სიძლიერესა თუ სისუსტეს - განაპირობებს საქართველოში.

ანგარიში წარმოდგენილია მშრომელთა ძალის განმსაზღვრელი სამი  ძირითადი კომპონენტი: მშრომელთა ხმა, მშრომელთა გასვლის შესაძლებლობები და დამსაქმებელთა გასვლის შესაძლებლობები.

“საქართველოში, საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში, იშვიათად მსჯელობენ მშრომელთა გაძლიერების მნიშვნელობაზე. ძირითადად, ყურადღებას ბიზნესის კეთილდღეობასა და მისი მუშაობისთვის ხელ­საყრელ პირობებზე ამახვილებენ და სწორედ მას აღიქვამენ ხოლმე მშრომელთა კეთილდღეობის მთავარ წინაპირობად. ხოლო იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა მშრომელთა პრობლე­მების მოგვარების გზები მსჯელობის საგანი ხდება, დისკუსიებში მთავარ ადგილს შრომითი კანონმდებლო­ბის და მისი აღსრულების საკითხები იკავებს”. - აღნიშნულია კვლევის შესავალში. კვლევის სრულად გასაცნობად, მიჰყევით ბმულს:

https://progressive.ge/files/other/228c74284ac8722.pdf