პროგრესული იდეების სკოლა წარმოადგენს პროგრესული ფორუმის ყველაზე ხანგრძლივ პროექტს, რომელიც ხორციელდება ყოველწლიურად 2014 წლიდან.
დონორი/პარტნიორი: ფრიდრიხ ოებერტის ფონდი, ოლოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრი.
პროექტის მიზანი: საქართველოს მოსახლეობაში, კერძოდ ახალგაზრდებში, პროგრესული პოლიტიკის დღისწესრიგის პოპულარიზაცია.
ბოლო წლებში, სკოლის ფარგლებში, ძირითადად, ხორციელდება ორი სასემინარო მოდული:
-
სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები;
-
ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები.
საბაზისო მოდულის მიზანია ახალგაზრდებში სოციალ-დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია, ასევე მათი ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიებისა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ. მოდული მოიცავს შემდეგ თემატიკას:
-
სოციალ-დემოკრატიის ღირებულებები და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები;
-
სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები;
-
სოციალ-დემოკრატიის ისტორია საქართველოსა და მსოფლიოში;
-
არჩევითი მოდულები: ფემინისტური პოლიტიკა, შრომის პოლიტიკა, მწვანე პოლიტიკა.
საბაზისო მოდულის სემინარები ტარდება ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.
ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები
მოდულის მიზანია ქალთა უფლებების მხარდაჭერა შემდეგ საკითხებზე სემინარის მონაწილეების ცნობიერების ამაღლების გზით:
-
ქალთა მოძრაობების ისტორია;
-
ფემინიზმი და განსხვავება მემარცხენე და ლიბერალურ ფემინიზმს შორის;
-
ფემინისტური-სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა;
-
თანამედროვე ფემინიზმის დღის წესრიგი;
-
ფემინისტური პოლიტიკა საქართველოში.