საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროგრესივიზმის საწყისები: ქართული სოციალ-დემოკრატიის მოკლე ისტორია

გამოცემის - „პროგრესივიზმის საწყისები: ქართული სოციალ-დემოკრატიის მოკლე ისტორია“ - მიზანია, აღწეროს და ახსნას 1890-იანი წლებიდან 1920-იან წლებამდე საქართველოში პოპულარული სოციალ-დემოკრატიული იდეების განვითარების პროცესი: თუ რა ძირითადი მახასიათებლები ჰქონდა ამ პროცესს; რამდენად იყო თანხვედრაში ეს პროცესი ევროპაში მიმდინარე მოვლენებთან; ვინ იყვნენ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის შემოქმედები; რა იდეებს ეყრდნობოდნენ; როგორ ავრცელებდნენ თავიანთ პოლიტიკურ ხედვებს; ვინ იყვნენ ქართველ სოციალ-დემოკრატთა სამიზნე აუდიტორია და მხარდამჭერები. 

რა თქმა უნდა, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა არ იყო განცალკევებული და მსოფლიო პოლიტიკური პროცესისაგან ამოგლეჯილი, შესაბამისად, წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ზოგადად სოციალიზმისა და სოციალ-დემოკრატიის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას.

გამოცემის ავტორები არიან: ირაკლი ირემაძე, ლელა გაფრინდაშვილი, გაბრიელ ჩუბინიძე. 

პუბლიკაცია მომზადებულია საქართველოს პროგრესული ფორუმის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ოლოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “პროგრესული იდეების სკოლის” ფარგლებში.

წიგნის სრულად გასაცნობად ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: