საქართველოში, საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში, იშვიათად მსჯელობენ მშრომელთა გაძლიერების მნიშვნელობაზე. ძირითადად, ყურადღებას ბიზნესის კეთილდღეობასა და მისი მუშაობისთვის ხელსაყრელ პირობებზე ამახვილებენ ხოლმე და სწორედ მას აღიქვამენ მშრომელთა კეთილდღეობის მთავარ წინაპირობად. თუმცა, ბოლო ათწლეულებმა გვაჩვენა, რომ ეს ასე არ არის. დაბალი გადასახადებისა და მინიმალური რეგულაციების პირობებშიც კი, ვხედავთ, რომ რეალური ხელფასები უმნიშვნელოდ იზრდება, მთლიან შემოსავლებში მშრომელთა წილი ძალიან დაბალია, ხოლო შრომითი უფლებების დარღვევის მასშტაბი ფართოა.
იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა მშრომელთა პრობლემების მოგვარების გზები მსჯელობის საგანი ხდება, დისკუსიებში მთავარ ადგილს შრომითი კანონმდებლობის და მისი აღსრულების საკითხები იკავებს. არადა, მშრომელების სიძლიერესა თუ სისუსტეს მრავალი სხვა ფაქტორი განაპირობებს.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, სწორედ იმ ძირითადი ფაქტორების იდენტიფიცირება და მიმოხილვა, რომლებიც მშრომელთა ძალას განსაზღვრავს.
დასაქმებულების ხელფასი, სამუშაო პირობები და დამსაქმებელთან მოლაპარაკების ძალა მათ „ხმასა“ და „გასვლის შესაძლებლობებზეა“ დამოკიდებული.
კვლევა განხორციელდა ოლოფ პალმეს საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: