23 - 25 მაისს, გუდაურში, ჩატარდება "პროგრესული იდეების სკოლის" 2025 წლის გაზაფხულის სემინარები. სკოლა უმასპინძლებს სემინარებს შემდეგ თემებზე:
ფემინიზმი და ქალთა მოძრაობები:
სემინარი მოიცავს ფემინისტური აზრის ევოლუციას და ეყრდნობა ფემინისტურ თეორიაში საბაზისო ავტორებს, მოკლედ მიმოიხილავს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ძირითად, წყალგამყოფ ისტორიულ მომენტებს და ყურადღებას ამახვილებს ზრუნვის ეკონომიკაზე, ფემინისტური სოციალური პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე. სემინარზე განიხილება, ადგილობრივი გამოცდილება და ქართულ რეალობაში მდგარი საჭიროებები თუ გამოწვევები. ასევე დრო დაეთმობა თანამედროვე ფემინისტური დღის წესრიგისა და მნიშვნელოვანი დებატების თუ დილემების ანალიზს.
სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები:
სემინარის მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია და გაუზიაროს ცოდნა სოციალ-დემოკრატიისა და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის, ეკონომიკური პოლიტიკის, შრომის უფლებებისა და მდგრადი განვითარების შესახებ.