საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროგრესული ფორუმის პოდკასტი

2024 წლიდან “პროგრესულმა ფორუმმა” წამოიწყო ახალი ინიციატივა — პროგრესული ფორუმის პოდკასტი, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს სიღრმისეულ დისკუსიებს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე.

პოდკასტი გადაიცემა ფორუმის იუთუბის არხზე და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პროგრესული ფორუმის მკვლევრები გვთავაზობენ დისკუსიებს შრომითი უფლებების, სოციალური და გარემოსდაცვითი პროტესტის, მედიის პასუხისმგებლობუს, ეკონომიკური ტრანსფორმაციისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. 

პოდკასტის ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო წინასაარჩევნო სერია, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს ფორუმმა მოიწვია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მათ წინასაარჩევნო პროგრამაში სოციალური და ეკონომიკური საკითხების შესახებ დისკუსიისთვის.