პროგრესული ფორუმის დოკუმენტი "მასწავლებლების ანაზღაურების პოლიტიკა საქართველოში" მასწავლებლების პოლიტიკის რეტროსპექტიულ ანალიზზე დაყრდნობით განსაზღვრავს მასწავლებლების ანაზღაურების პოლიტიკის კონტექსტს და ანაზღაურების მოქმედი სქემით განპირობებულ ძირითად გამოწვევებს. ის ასევე გვთავაზობს რეკომენდაციებს აღნიშნული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გასაუმჯობესებლად.
მერი ქადაგიძის კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ფართო დისკუსიას მასწავლებლების პოლიტიკის შესახებ, მათ შორის პოლიტიკის ხედვისა და განმსაზღვრელი პრინციპების ფორმულირების მიმართულებით.
კვლევა შემუშავდა დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) მხარდაჭერით პროექტის - "შრომით უფლებების შესახებ საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა” - ფარგლებში.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: