პოლიტიკის დოკუმენტი ეთო გვრიტიშვილის ავტორობით - უნივერსალური უფასო სასკოლო კვება საქართველოში – მიზანშეწონილობის დასაბუთება ფრაგმენტული სოციალური დაცვის სისტემის პირობებში - მიმოიხილავს სასკოლო კვების პროგრამის საერთაშორისო გამოცდილებასა და საქართველოს გამოწვევებს. ამასთან, გვთავაზობს საერთაშორისო მოდელებს, რომელთა დანერგვა შეიძლება რელევანტური იყოს საქართველოში.
დოკუმენტი გასცემს ზოგად რეკომენდაციებს საქართველოში უფასო სასკოლო კვების სახელმწიფო პროგრამის მოდალობისა და მიზნობრიობის კონტურების გამოსაკვეთად. საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, ბავშვთა უფლებების პრიზმიდან მიმოიხილავს უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ჩარჩოებს. ამასთან, პოლიტიკის დოკუმენტი ასაბუთებს საქართველოში უნივერსალური სასკოლო კვების პროგრამის, როგორც ყველაზე ეფექტიანი სქემის დანერგვის მნიშვნელობას.
კვლევა შემუშავდა დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნლუი ფონდის (NED) მხარდაჭერით პროექტის "შრომითი უფლებების შესახებ საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა" ფარგლებში.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: