საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უხილავი ხელები: ოჯახში დასაქმების ფორმალიზაცია საქართველოში

პოლიტიკის დოკუმენტი "უხილავი ხელები: ოჯახში დასაქმების ფორმალიზაცია საქართველოში" სწავლობს ოჯახში დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას და მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს შესთავაზოს ოჯახში დასაქმების ფორმალიზაციის ხედვა.

პოლიტიკის დოკუმენტი აანალიზებს ოჯახში დასაქმების სპეციფიკას, საქართველოს შრომით და სოციალურ კანონმდებლობას, დასაქმების კერძო სააგენტოების როლს და აღწერს ოჯახში დასაქმებულთა შრომითი პირობების სურათს. დოკუმენტი ასევე მი­მოი­ხი­ლავს­ შრო­მის­ საერ­თა­შო­რი­სო­ ორ­გა­ნი­ზა­ციის­ მიერ­ 2011­ წელს­ მი­ღე­ბულ­ ოჯახ­ში­ და­საქ­მე­ბულ­თა­ შე­სა­ხებ­ კონ­ვენ­ციის­(C189)­ ძი­რი­თად დებულებებს, საერ­თა­შო­რი­სო­ გა­მოც­დი­ლე­ბებს და წარ­მოად­გენს­ ხედ­ვის­ ძი­რი­თად­ კონტურებს,­ თუ­ რო­გო­რი­ უნ­და­ იყოს­ ოჯახ­ში­ და­საქ­მე­ბის­ ფორ­მა­ლი­ზა­ციის­ მი­მართ­ მიდ­გო­მა­ საქართველოში.

დო­კუ­მენ­ტი­ს ავტორები არიან ვახტანგ ნაცვლიშვილი და ანა დიაკონიძე. დოკუმენტი მომ­ზა­დე­ბუ­ლია­ სა­ქარ­თვე­ლოს­ პროგ­რე­სუ­ლი­ ფო­რუ­მი­სა­ და ­სა­ქარ­თვე­ლოს­ ძი­ძე­ბი­სა ­და ­საო­ჯა­ხო­ მშრო­მე­ლე­ბის­ ასო­ცია­ციის­ მიერ,­ გაე­როს­ ქალ­თა­ ორ­გა­ნი­ზა­ციის­ პროექ­ტის­ “ქალ­თა­ ეკო­ნო­მი­კუ­რი­ გაძ­ლიე­რე­ბა­ სამ­ხრეთ­ კავ­კა­სია­ში“­ ფარ­გლებ­ში.­ პროექ­ტი ხორ­ციელ­დე­ბა ­შვეი­ცა­რიის­ გან­ვი­თა­რე­ბი­სა­ და­ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­ საა­გენ­ტო­სა­ და­ ავ­სტრიის­ გან­ვი­თა­რე­ბის­ საა­გენ­ტოს­ მხარ­და­ჭე­რით.

მასალის სრულად სანახავად ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: