საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკონომიკური ელიტა საქართველოში

თანამედროვე საზოგადოებაში, მზარდი ეკონომიკური უთანასწორობისა და გლობალური კაპიტალის დომინაციასთან ერთად, მეცნიერების ინტერესი სულ უფრო მეტადაა ეკონომიკური ელიტებისკენ მიპყრობილი. ესაა ადამიანების წრე, რომლიც, საკუთარი სიმდიდრისა და გავლენების გამოყენებით, განსაზღვრავს ეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკას, საინვესტიციო პრიორიტეტებსა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამ გზით, თანამედროვე სახელმწიფოებში ინარჩუენებს ძალაუფლებასა და დომინანტურ პოზიციას. ეკონომიკური ელიტის წარმომადგენლები ფლობენ რესურსებს და წარმოების საშუალებებს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, განსაზღვრონ შემოსავლების განაწილება საზოგადოებაში, დასაქმების პირობები, ბაზარზე კონკურენციის ფორმა და მასშტაბი და ა.შ. მაშასადამე, მათ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს უდიდესი გავლენა აქვს მთლიან საზოგადოებაზე.

მოცემული ნაშრომში, მსოფლიო ელიტების მონაცემთა ბაზის მეთოდოლოგიის (WED) გამოყენებით, აღვწერთ ეკონომიკურ ელიტას საქართველოში და ვქმნით მის სტრუქტურულ რუკას ისეთი მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა სქესი, ასაკი, საქმიანობის სექტორები და განათლება. მიღებულ შედეგებს კი ამავე მეთოდოლოგიით შესწავლილი 16 ქვეყნის მონაცემებს ვადარებთ.

ეკონომიკური ელიტა საქართველოში