საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროგრესული იდეების სკოლის კურსდამთავრებულები გერმანიაში

პროგრესული ფორუმის პროექტის “პროგრესული იდეების სკოლის” კურსდამთავრებულებმა გერმანიაში, კურტ ლოვენშტეინის საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ ზამთრის სკოლაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ანტიფაშიზმს, მემარჯვენე ესქტრემიზმის წარმოშობის საფუძვლებს, ნაციონალიზმის გავლენებსა და შეთქმულების თეორიების დინამიკას ეხებოდა.
 

სკოლას მთელი მსოფლიოდან 110 მონაწილე ესწრებოდა, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და მოსაზრებები გაეზიარებინათ. საქართველოდან სკოლის მონაწილეებს შორის   “პროგრესული იდეების სკოლის” შემოდგომის კურსდამთავრებულები – ნათია ჩიტიშვილი, ეკატერინე ხუბულური და ლევან წერედიანი – “პროგრესულმა ფორუმმა” ესეების კონკურსის საფუძველზე შეარჩია.