ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო კვლევებში ვაიომინგის უნივერსიტეტიდან (2013), ასევე - ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (1997).
1998 – 2004 წლებში ეკავა სახელმწიფო მრჩევლის პოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
2004 – 2006 წლებში ხელმძღვანელობდა ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ - რუსულ მთავრობათაშორის კომისიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2008 – 2010 წლებში ეკავა ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტისა და რეგიონული კოორდინატორის თანამდებობა.
2013 წელს შეუერთდა პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებას“ და სხვა მოვალეობებთან ერთად კოორდინირებდა პარტიის საერთაშორისო ურთიერთობებს.
2016 წელს არჩეული იქნა პარლამენტის წევრად პარტია „ქართული ოცნების“ სიით. 2019 წელს დატოვა პარტია და საპარლამენტო უმრავლესობა და განაგრძო საქმიანობა როგორც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა. საპარლამენტო საქმიანობის პერიოდში ასევე იყო ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.
არის საქართველოს პროგრესული ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი.