საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რუსუდან ფანოზიშვილი

რუსუდან ფანოზიშვილი არის “პროგრესული ფორუმის” კომუნიკაციის სპეციალისტი.

ათ წელზე მეტია, რუსუდანი მუშაობს მედიისა და კომუნიკაციის სფეროში, მათ შორის ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით. სხვადასხვა დროს, ის თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაეროს სააგენტოებთან, ასევე, ევროკავშირისა და USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან კომუნიკაციის მიმართულებით სამოქალაქო აქტივიზმის, ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროებში.

როგორც ჟურნალისტი, რუსუდანი სოციალურ საკითხებს აშუქებდა  ჟურნალ “ლიბერალისთვის”, "ჯემნიუსისთვის" და სხვადასხვა გამოცემისთვის. ის დღესაც საქმიანობს ამ მიმართულებით. იგი ასევე ასწავლის ახალი ამბების გაშუქებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 

რუსუდანი ფლობს კომუნიკაციების მაგისტრის ხარისხს სენტ როუზის კოლეჯიდან (აშშ), ჟურნალისტიკისა და მედიის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.