საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანა დიაკონიძე

ანა დიაკონიძე “პროგრესული ფორუმის” გამგეობის წევრია. 

ის არის შრომის სოციოლოგი და სოციალური პოლიტიკის მკვლევარი. ათ წელზე მეტია, მუშობს, როგორც მკვლევარი შრომის, დასაქმების პოლიტიკისა და გარდამავალი პერიოდის ეკონომიკისსოციალური დაცვის სფეროში. მოწვეული მკვლევარი იყო  ლონდონის სამეფო კოლეჯში,მაგდებურგის უნივერსიტეტში და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში.  

2020 წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკავია სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორის პოზიცია, ასევე, სოციალური პოლიტიკის კონსულტანტის სტატუსით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ნაციონალურ ორგანიზაციასთან.

ანა ფლობს დოქტორის ხარისხს  სოციოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხს სოციალური პოლიტიკის ანალიზში ლუვენისკათოლიკური უნივერსიტეტიდან (ბელგია).