დოკუმენტი ეხება დამსაქმებლის დომინანტურ ძალაუფლებას ბაზარზე, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, დაადგინონ ხელფასი და სამუშაო პირობები. ამგვარ მდგომარეობას შრომის ბაზრის მონოფსონიას უწოდებენ (პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე, მონოფსონიაში ვგულისხმობთ, ასევე, ოლიგოფსონიურ მდგომარეობასაც, ანუ, როცა ერთზე მეტ სუბიექტს აქვს დომინანტური ძალაუფლება ბაზარზე).
ნაშრომი მიმოიხილავს შრომის ბაზრის მონოფსონიის არსს, ისევე, როგორც მონოფსონიის განმაპირობებელ ზოგად ფაქტორებსა და მის უარყოფით შედეგებს. სამწუხაროდ, საქართველოში მონოფსონიის საკითხი არ არის სათანადოდ შესწავლილი. მონოფსონიის პრობლემებზე საუბარი დაეყრდნობა პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან ინტერვიუების ანალიზს. დოკუმენტის ბოლოს წარმოდგენილი იქნება ზოგადი რეკომენდაციები შრომის ბაზრის მონოფსონიის პრობლემასთან გასამკლავებლად.
დოკუმენტი მიზანია არა საქართველოში შრომის ბაზრის მონოფსონიის უარყოფითი შედეგების მტკიცება თუ მონოფსონიის პრობლემის სრულყოფილი მიმოხილვა, არამედ მონოფსონიური ძალაუფლების ხელფასების ოდენობაზე, სამუშაო პირობებსა თუ ზოგადად ეკონომიკის ეფექტიანობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ კვლევისა და მსჯელობის წახალისება.