თორნიკე ჩივაძის და კოტე ერისთავის კვლევა ფოკუსირდება უმუშევრობისა და „ცუდი“ სამუშაო ადგილების პრობლემაზე საქართველოში და მის სტრუქტურულ მიზეზებს მიმოიხილავს.
კვლევის ავტორების აზრით, ‘კარგი’ სამუშაო ადგილების უზრუნველსაყოფად შრომის რეგულირებისა და დასაქმების პოლიტიკის ცალკეული მექანიზმების
დანერგვა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ამ მიზნის
სრულად მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციისკენ მიმართული პოლიტიკით.
დოკუმენტი წარმოაჩენს საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ ჩავარდნებს და მიმოიხილავს არაერთი წარმატებული ქვეყნის სპეციალურ პოლიტიკას, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოსთვისაც რელევანტური იყოს.
კვლევა შემუშავდა დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) მხარდაჭერით პროექტის - "შრომით უფლებების შესახებ საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა” - ფარგლებში.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: