საქართველოში უმუშევრობა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებში. კვლევების მიხედვით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს ემიგრაციაზე, რის მიზეზადაც დაბალ ხელფასებს და სამუშაო ადგილების ნაკლებობას ასახელებს. ასევე დიდ ნაწილს, საბანკო ვალდებულებები აქვს ნაკისრი.
სწორედ ამ ფონზე დაიწყო გიგ ეკონომიკისა და პლატფორმული შრომის პოპულარობის ზრდა. ეს ინდუსტრია მშრომელებს მოქნილ გრაფიკსა და გადაწყვეტილების თავისუფლებას ჰპირდებოდა.
კვლევა ორი ძირითადი პლატფორმის – Glovo-სა და Wolt-ის კურიერების მაგალითზე იკვლევს მშრომელთა გამოცდილებას პლატფორმულ შრომაში, ალგორითმით მართვის გავლენას მათზე, პლატფორმული შრომის პრეკარულ ხასიათს და მიზეზებს, თუ რამ წარმოშვა კურიერების კოლექტიური საპროტესტო ტალღები. კვლევა ეყრდნობა პლატფორმული შრომის თეორიულ ჩარჩოებს და
კურიერებთან და სფეროს მკვლევრებთან ინტერვიუებზეა აგებული.
კვლევის სრულად სანახავად ჩამოტვირთეთ პდფ ფაილი.