საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონსტანტინე ერისთავი

კონსტანტინე ერისთავი 2024 წლიდან არის "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე.

ის არის სამართლის თეორიის დოქტორი. 2016 წელს ედინბურგის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო თეზისი სოციალური უფლებებზე..  2018-2019 წლებში გაიარა პოსტდოქტურანტურა ოქსფორდის უნივერსიტეტში, ასევე, იყო მიწვეული მკვლევარი ბერლინის თავისუფალ და ბრემენის უნივერსიტეტებში. 

კონსტანტინე არის ადამიანის უფლებების პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა), მას აქვს სწავლების გამოცდილება ედინბურგის უნივერსიტეტში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო და კავკასიის უნივერსიტეტებში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში და, ასევე, არის პოლიტიკის დოკუმენტებისა და კვლევების ავტორი.