“პროგრესული ფორუმის” მკვლევრის, ანა მიხელიძის კვლევა მიმოიხილავს “გიგ” ეკონომიკასა და მის წიაღში ჩამოყალიბებულ პლატფორმულ შრომას .
გიგ-ეკონომიკაში პლატფორმა მომხმარებელს აკავშირებს მშრომელთან. ეს უკანასკნელი იღებს შეკვეთას და ისევ პლატფორმის გავლით მომხმარებელს მომსახურებას აწვდის. პროცესი კი ალგორითმის მეშვეობით იმართება. ავტორი არკვევს, რამდენად რეალურია პლატფორმული მშრომელების ავტონომიურობა და პროცესის მოქნილობა, როცა შრომა ალგორითმებით იმართება.
ეს არის მცდელობა, პლატფორმული შრომა დავინახოთ არა მხოლოდ როგორც ტექნოლოგიური პროგრესის ნაყოფი, არამედ როგორც გრძელვადიანი სტრუქტურული ცვლილებების შედეგი.
დოკუმენტი, ერთი მხრივ, განიხილავს პლატფორმულ შრომასა და მის ძირითად მახასიათებლებს, ასევე, მისთვის დამახასიათბელ ალგორითმული მართვის მექანიზმებს და მათ გავლენას მშრომელთა ავტონომიაზე. მეორე მხრივ კი - მიმოიხილავს პლატფორმული შრომის პრეკარულ ხასიათს.
კვლევის გასაცნობად ჩამოტვირთეთ პდფ ფაილი: