გენდერული თანასწორობა

 

დემოკრატიული სახელმწიფო უნდა ეფუძნებოდეს არა მარტო პოლიტიკური და სოციალური, არამედ გენდერულ თანასწორობის იდეასაც, რაც გულისმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლება-მოვალეობების, პასუხისმგებლობისა და სოციალ-პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობის უზრუნვეყოფას. ამ მხრივ სახელმწიფოს მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირება და წარმოება, რომელშიც მოხდება გენდერული იდენტობებისა და ინტერესების ასახვა. საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს მიერ სწორად გატარებული გენდერული პოლიტიკის შედეგად მოხდება ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და თავისუფლებების გათანასწორების საშუალებებისა და პირობების სისტემის შექმნა-განვითარება.

 

საქართველოს პროგრესული ფორუმი მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით სახელმწიფოში მნიშვნელოვანი ცვლილებებია განსახორციელებელი. ჩვენ მხარს უჭერთ ისეთი სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ფორმირებას ქვეყანაში, რომელიც ორიენტირებული იქნება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისაკენ და აღმოფხვრავს ნებისმიერი ფორმის და ხარისხის გენდერულ დისკრიმინაციას საზოგადოებაში.

 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

  • გენდერულ თანასწორობის პრინციპებით შრომითი პირობების გაუმჯობესება ქალსა და მამაკაცს შორის დასაქმებისა და სამსახურებრივი დაწინაურების თანაბარი შესაძლებლობების კუთხით.
  • განათლების მიღებაში თანასწორი პირობების შექმნა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა.
  • ქალისა და მამაკაცის  თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველყოფას სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში.
  • თანაბარი საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა, რაც  არჩევნებში თანაბარი პირობებით მონაწილეობის მიღების გარდა, ასევე გულისხმობს  წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის უფლების რეალიზაციისას ორივე სქესის პირთა თანასწორი  მონაწილეობის შესაძლებლობას.
  • პარტიულ ცხოვრებაში ქალთა უფლებების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოებაში მათი ორგანიზაციების წასახალისება.
  • ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების გარანტირებას ქორწინებისა და  განქორწინების, გვარის, პროფესიისა და საქმიანობის არჩევის, ქონების ფლობის, შეძენისა და განკარგვის დროს;
  • საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით მოძველებული გენდერული ნორმების რემოდელირების ხელშეწყობა. ასევე ქალისა და მამაკაცის გენდერული როლების შესახებ არსებული იმ ტრადიციული ნეგატიური სტერეოტიპების აღმოფხვრა, რომლებიც შეუთავსებლობაში მოდიან თანასწობის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის იდეასთან;
  • გენდერის თემასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირება და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის თავიდან აცილება და აღმოფხვრა.

 

მიგვაჩნია, რომ გენდერული პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად  აუცილებელია სახელმწიფოს მიერ გენდერული თანასწორობის დაცვაზე ზედამხედველობის ინსტიტუციური მექანიზმების შემოღებითა და დამკვიდრება. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეიქმნას შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუტი, რომელსაც დაევალება ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის განხორციელებაზე ზედამხედველობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების მონიტორინგი. პარალელურად, საქართველოს სახელმწოფო სტრუქტურებში უნდა შეიქმნას გენდერული თანასწორობის სპეციალური სტრუქტურა,  რომლის უმთავრესი ფუნქციაც იქნება სამინისტროსა და უწყებების მიერ განხორციელებულ საქმიანობაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და ამ პრინციპების რეალიზაციის უზრუნველყოფა.

 

ასევე, უნდა ფუნქციონირებდეს გენდერული თანასწორობის  ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომლის ერთადერთი ფუნქციაც იქნება ქვეყანში ნებისიერი სახის გენდერული დისკრიმინაციის გამოვლენა და მასზე სათანადო რეაგირება. გენდერული თანასწორობოს ომბუცმენის უფლებამოსილება უნდა ვრცელდებოდეს, როგოც სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორზე. მიგვაჩნია, გენდერული უთანასწორობა და დისკრიმინაციის მცირედი გამოველინის წინააღმდეგ ბრძოლა არის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ფუნქცია.

 

მიგვაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს შემდგომ დახვეცასა და მის საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანას, კერძოდ  ქალთა  მიმართ ყველა ფორმის  დისკრიმინაციის  აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენცია (CEDAW) რომელსაც საქართველო ჯერ კიდევ 1994 წელს არის მიერთებული.

 

ასევე მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს გენდერული თანასწორობის კუთხით სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას და ხელი შეუწყოს სახელმწიფოდან დამოუკიდებელი გენდერული თანასწორობის კვლევისა და საინფორმაციო ეროვნული ცენტრის შექმნას და მის განვითარებას.

 

 

უმცირესობები

 

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშებელობის პროცესში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების ინტეგრაციასა და სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროცესში მათ სრულყოფილად ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ქვეყნის შიდა კონსოლიდაციის, ასევე საერთაშორისო იმიჯის შექმნის კუთხით.

 

უმცირესობების საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლით არის გარანტირებული, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს უმთავრესი პასუხისმგებლობაა. ეს ვალდებულება კი გულისხმობს უმცირესობის წარმომადგენელთა თანაბარ ჩართულობას ქვეყნის სოციალური, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

 

საკითხის კომპლექსური და სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე იგი სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. სახელმწიფი ერთის მხრივ ხელს უნდა უწყობდეს მათი იდენტობების შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი საზოგადოებასთან სრულ ინტეგრაციას. ამისთვის კი აუცილებელია ეფექტური პოლიტიკის შემუშავება, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს შემდეგი ინიციატივების გათვალისწინება:

 

  • სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუციების დონეზე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სოციალ-ეკონომიკური, სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • უმცირესობებთან დაკავშირებული დემოგრაფიული, კულტურული და ენობრივი ასპექტები მაქსიმალურად გათვალისწინება.
  • სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, რომ მოხდეს უმცირესობების გაუცხოვება, საზოგადოებიდან გარიყვა, მარგინალურ ჯგუფებად ქცევა. ასევე სახელმწიფო ვალდებულია მფარველობა გაუწიოს უმცირესობებს და აღმოფხვრას მათში არსებული დაუცველობის შეგრძნება.
  • ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან, რასიზმთან, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ გამოვლინებებთან ბრძოლა.
  • საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ტოლერანტობის, შემწყნარებლობისა და სამომავლო თანაცხოვრების გაღრმავების შესახებ  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ეს კი ხელს შეუწყობს საზოგადოების უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დამაკავშირებელი გზების გამოძებნას.

 

ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ უმცირესობების საკითხთან დაკავშირებული გამოწვევის დასაძლევად პირველ რიგში აუცილებელია მისი სრულად ასახვა ეროვნულ კანონმდებლობაში. დღესდღეობით ქართულ კანონმდებლობაში ერთის მხრივს დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმები გაბნეულია სხვადასხვა თემატურ ნორმატიულ აქტში, რაც ამცირებს მათ შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. მეორე მხრივ, ამ ნორმებს არ გააჩნია მათი პრაქტიკული რეალიზაციისათვის აუცილებელი სპეციალური სამართლებრივი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოკლე ვადაში იქნებოდა შესაძლებელი მოსალოდნელი დისკრიმინაციული აქტის პრევენცია ან უკვე დამდგარი დისკრიმინაციული ქმედების სრულფასოვანი აღმოფხვრა.

 

თუმცა ამ მხრივ პირველი ნაბიჯები გადადგმულ იქნა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღებით.

 

ასევე, ჩვენი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს “თანასწორობის ინპექტორის“ ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომლის ფუნქცია იქნება კონკრეტული განცხადებების შესწავლა, საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება, დისკრიმინაციის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების მონიტორინგი, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და სხვა. თანასწორობის ინსპექტორი კი საკანონმდებლო ორგანოს მიერ იქნება არჩეული.