საქართველოს პროგრესული ფორუმი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2014 წლის 21 იანვარს. ფორუმი შედგება ადამიანთა იმ ჯგუფისაგან, რომლებიც იზიარებენ პროგრესულ იდეებს და წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე. 

დამფუძნებლებს შორის არიან ახალგაზრდა სოციალისტებისა თუ სხვადასხვა არასამათვრობო ორგანიზაციების ის წევრები რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებდნენ სხვადასხვა პროექტებსა თუ აქტივობებს, თუმცა დროთა განმავლობაში გარემო პირობებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ამ ადეამიანების ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება და მათი იდეების ინსტიტუციონალიზაცია. 

ფორუმის დაფუძნების ძირითადი მიზეზი ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკურ დისკურსებში პროგრესული იდეების ჩართვა და მათი პოპულარიზაცია. ამ საქმიანობას პროგრესული ფორუმი სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასმთავრობო ორგანიზაციებთან, ფორნდებთან თუ ინდივიდებთან თანამშრომლობისა და მუშაობის საშუალებით აპირებს.