პროექტის დასახელება

დასაქმებულთა და დამსაქმებლებთა ცნობიერების ამაღლება შრომის კოდექსის, ახალი შრომითი რეგულაციებისა და ნორმების შესახებ

განხორციელების ვადები:

03.2021 - 12.2021

პარტნიორი ორგანიზაციები:

USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG); ფრიდრიხ ებერტის ფონდი და საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის საქართველოს ოფისი.

მოკლე აღწერა

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დასაქმებულების შრომითი პირობების გაუმჯობესებას, დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის შრომითი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე ამ უფლებების პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობას.

პროექტის ითვალისწინებს ორ მთავარ აქტივობას:

  • მედია კამპანიის ორგანიზება; 
  • კამპანიის მხარდამჭერი ოფისის ამოქმედება.

პირველი კომპონენტის მოიცავს ფართომასშტაბიან საინფორმაციო - საგანმანათლებლო კამპანიას, რომელის მიზანია შრომითი უფლებების შესახებ  დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლება. კამპანიის ფარგლებში დამზადდება საინფორმაციო ფოტო მასალა და ვიდეო რგოლები, რომლებიც აქტიურად გავრცელდება ტელევიზიით და სოციალური მედიით.

პროექტის ფარგლებში ასევე დაფუძნდება კამპანიის მხარდამჭერი ოფისი. ოფისი დაკომპლექტდება კვალიფიციური კადრებით, რომლებიც დაინტერესებულ პირებს როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით მიაწვდიან ინფორმაციას შრომით უფლებებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო  საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შრომის ინსექტირების სამსახურთან თანამშრომლობით.

 

პროექტის დასახელება:

კვლევითი პროექტი - ღირსეული შრომის დღის წესრიგი

განხორციელების ვადები:

04.2021 - 11.2021

პარტნიორი ორგანიზაციები:

ფრიდრიხ ებერტის ფონდი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

მოკლე აღწერა

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში შრომითი უფლებებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მაღალი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას.

პროექტი შედგება ორი ეტაპისგან. პირველი ეტაპი გულისხმობს შრომითი ურთიერთობებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს სფერში ახალი ნორმებისა და რეგულაციების პრაქტიკაში მოქმედების ხელისშემშლელი ფაქტორების კვლევას და კანონმდებლობაში ხარვეზების იდენტიფიცირებას. კვლევა იქნება თვისებრივი ხასიათის, კონკრეტულად ჩატარდება სიღრმისეული ინტერვიუები, სამაგიდო კვლევა და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება რეკომენდაციები.

პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს კვლევის ანგარიშის მომზადებას და კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების დაინტერესებულ მხარეებს შორის გავრცელებას. ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში, ძირითადად ხუთ დიდ ქალაქში (ბათუმი, ქუთაისი,ზუგდიდი, თელავი, რუსთავი) ჩატარდება საჯარო პრეზენტაციები. პრეზენტაციების სერიას მოყვება მაღალი დონის კომფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი სამთავრობო კომისიის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.