17-18 სექტემბერს, ლაგოდეხში,  პროგრესული იდეების სკოლის ფარგლებში ჩატარდა სემინარი თემაზე სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები და ისტორია. სამუშაო პროცესს უძღვებოდნენ ტრენერები: ნიკა ქობულაძე და ვატო სიფრაშვილი.

სემინარზე ტრენერებმა მონაწილეებს გააცნეს ისეთი საკითხები როგორიცაა, სოციალ-დემოკრატიის ფუნდამენტური ღრებულებები, სოციალ-დემოკრატიის ისტორია მსოფლიოში და საქართველოში, სოციალ-დემოკრატიის შედარება ისეთ პოლიტიკურ იდეოლოგიებთან როგორიცაა ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და კომუნიზმი, სოციალური სახელმწიფოს განვითარების ისტორია, მემარცხენე მოძრაობები საქართველოში და ა.შ.  

სემინარი იყო ინფორმაციული და ინტერაქციული. მონაწილეების მეტი ჩართულობისათვის გამოყენებული იქნა სიმულაციური თამაშები.