მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს, ბაკურიანში ჩატარდა სოციალ-დემოკრატიის საფუძვლებისა და ისტორიის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიზაციის მოდულის სემინარები. 

სემინარები ჩატარდა პროგრესული იდეების სკოლის ფარგლებში. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით კონკურსის წესით შერჩეულმა  ახალგაზრდებმა.  სემინარებს უძღვებდნენ საქართველოს პროგრესული ფორუმის ტრენერები. 

დასახელებული სემინარებით დასრულდა პროგრესული იდეების სკოლის პროექტის 2016  წლის სასემინარო ციკლი.  

პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.