დაიწყო აპლიკაციების მიღება სკოლა 2016-ის შემოდგომის სემინარებზე

დაიწყო აპლიკაციების მიღება პროგრესული იდეების სკოლა 2016-ის სოციალ-დემოკრატიის საფუძვლებისა და ისტორიის, ეკონომიკისა და კეთილდღეობის სახელმწიფოს და საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიზაციის მოდულების შემოდგომის ნაკადის სემინარებზე. 

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველი მოდულის სემინარზე. ახალგარდები არ არიან შეზღუდულები, მათ შეძლიათ დარეგისტრირდნენ ერთი ან რამდენიმე მოდულის სემინარზე.   

სემინარის მონაწილეებს შეარჩევენ შესაბამისი მოდულის ტრენერები. სემინარში მონაწილეობისათვის შერჩეულ ახალგაზრდებს დაუკავშირდება სკოლის ადმინისტრაცია.  

თითოეულ სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 25 ლარს. თანხის გადახდა ხდება მას შემდეგ, რაც აპლიკანტი შერჩეული იქნება სემინარის მონაწილედ და ამის შესახებ მიიღებს შეტყობინებას.  

დეტალური ინფორმაციისათვის გადადით სააპლიკაციო ფორმის ლინკზე.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@progressive.ge