პროგრესული იდეების სკოლის ადმინისტრაციის განაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა სოციალ-დემოკრატიის საფუძვლებისა და ისტორიის, ამასთანავე  საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიზაციის მოდულის სემინარების განრიგში. 

 

პროექტის მონაწილეთა სოციალიზაციისა და სამუშაო პროცესში მათი მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, გადაწყდა, რომ სოციალ-დემოკრატიის საფუძვლებისა და ისტორიის, ამასთანავე საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიზაციის მოდულის შემოდგომის სემინარები ჩატარდება 22-23 ოქტომბერს ბაკურიანში. 

 

სხვადასხვა სასემინარო ჯგუფებში, მაგრამ მაინც ერთ სივრცეში ცხოვრება და მუშაობა ანუ ერთობრივი გასვლითი სემინარები, რომელშიც რამდენიმე ათეული ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, გვჯერა, გაცილებით საინტერესო იქნება პროექტის მონაწილეთათვის.  

 

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უახლოესი კვირების განმავლობაში უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით სარეგისტრაციო ფორმის ლინკზე ან დაგვიკავშირდით: info@progressive.ge